დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 254 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380050000.10.003.016927 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №25 4
2012 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. 3 1 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაწყვეტილებით სხვა ფასი არ იქნება დადგენილი.“.
2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებული ფასი და ანგარიშსწორების პირობები, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. შესაძლებელია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით დადგენილ ფასზე დაბალი ფასის განსაზღვრის შესახებ.“.
4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ, მაგრამ არა უმეტეს 5 წლის ვადაში განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა. ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების ვადის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისათვის ერთჯერადად, დამატებით არა უმეტეს 5 წლის ვადის დადგენის თაობაზე. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია, არა უგვიანეს შესწავლის ვადის ამოწურვისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დასამტკიცებლად წარადგინოს შესწავლის მასალები და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებისთანავე ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით);“.
5. 71 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება შესაძლებელია შეიცვალოს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების უფლებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის გამცემ ორგანოში უნდა წარადგინოს განცხადება შესაბამისი არგუმენტაციით და სამუშაო პროგრამით, რომელიც უნდა მოიცავდეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის მოთხოვნილი პერიოდის განმავლობაში განსახორციელებელ ვადებში გაწერილ ქმედებებს (შესწავლის სამუშაოებს). ლიცენზიის გამცემი ორგანო იხილავს განცხადებას თანდართული მასალებით და დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში საკითხს განსახილველად წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. სამინისტროს მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემ ორგანოს შეაქვს შესაბამისი ცვლილებები ლიცენზიის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტში და გასცემს ახალ სალიცენზიო მოწმობას, ხოლო ძველი სალიცენზიო მოწმობა ექვემდებარება ლიცენზიის გამცემისათვის დაბრუნებას. პროგრამა წარმოადგენს სალიცენზიო პირობას.“.
6. 71 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის თანხმობით, შესაძლებელია ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის (მიწისა და სამთო მინაკუთვნის) შეცვლა სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება იდენტური სახეობისა და ოდენობის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება (თუ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ არ იქნა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება).“.
7. 71 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სტადიაზე, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის გაზრდა სასარგებლო წიაღისეულის დამტკიცებული მარაგების ფარგლებში.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, ხოლო თუ დაანგარიშებული თანხა შეადგენს 10 000 ლარზე ნაკლებს, გადასახდელი თანხა განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უფლებამოსილია დაადგინოს განსხვავებული გადასახდელი თანხის ოდენობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“.
8. 74 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლიცენზიისაგან შეიძლება გათავისუფლდეს პირი, რომელიც საშენი მასალების მოპოვებას ახორციელებს მშენებლობის, ნაპირფორმირების პროცესების მართვისა და მდინარეთა რეგულირების მიზნით.“.
9. 74 მუხლის მე-2 და 2 1 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელიც გათავისუფლდა ლიცენზიისაგან, უფლებამოსილია საშენი მასალების მოპოვებითი სამუშაოები შეასრულოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 თვისა.
2 1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელიც გათავისუფლდა ლიცენზიისაგან, ვალდებულია გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის შესაბამისი ფორმულით ერთ წელზე დაანგარიშებული თანხის ოდენობის ტოლფასი თანხა. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უფლებამოსილია ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით პირი გაათავისუფლოს აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.“.
10. 74 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ღვარცოფებისა და მდინარის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საშიშროების არსებობისას, რაც განპირობებულია მდინარის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უფლებამოსილია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მდინარეთა კალაპოტებში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღება გარკვეული ვადით გაათავისუფლოს ლიცენზირებისაგან.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები