„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.021055
40
08/02/2019
ვებგვერდი, 12/02/2019
380050000.10.003.021055
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №40

2019 წლის 8 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 79 მუხლი:

„მუხლი 79. წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე

1. აკრძალულია წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, გარდა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობად ასევე ითვლება ლიცენზიის მფლობელის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება სამთო მინაკუთვნის საზღვრებს (როგორც მიწის ზედაპირზე, ასევე სიღრმეში) გარეთ.

3. პასუხისმგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისათვის განისაზღვრება შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან სისხლის სამართლის კოდექსით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე