„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 108
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2013
ძალაში შესვლის თარიღი 04/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.017273
108
14/05/2013
ვებგვერდი, 14/05/2013
380050000.10.003.017273
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №108

2013 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპო­ვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამ­ტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1068) დამტკიცებულ დებუ­ლებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-8 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს თანხმობის გარეშე დაუშ­ვე­ბელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა იმ ტე­რი­ტორიებზე, რომელთა კოორდინატებიც,  ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძ­ველ­ზე, დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითა­რების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ‑სამართლებრივი აქტით.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნის­ტრომ საქართველოს ენერგეტიკის  სამინისტროსთან  შეთანხმებით ინდივი­დუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უზრუნველყოს იმ ტერიტორიების X, Y კოორდინატების განსაზღვრა და დამტკიცება, რომ­ლებზედაც გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების მშენებლობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 4 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი