დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 356 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 155, 29/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380050000.10.003.016087 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №356
2010 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №94, მუხ. 1068) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების შესახებ. განცხადებას თან უნდა დაერთოს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს: განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღით სარგებლობისათვის ოპტიმალური ტერიტორიის მონახაზს (სამთო და მიწის მინაკუთვნი); შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკასა და სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით);”.
2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის `ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:
ბ.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სავარაუდო სახეობის, სავარაუდო ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;
ბ.ბ) სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ინფორმაციას, რომელიც შეიცავს: განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღის შესწავლა-მოპოვებისათვის ოპტიმალური ტერიტორიის მონახაზს (გეოლოგიური მინაკუთვნი); შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკას, ხოლო p კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე, როგორიცაა შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები – ასევე სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით);
ბ.გ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელ, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს.”.
3. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. იმ შემთხვევაში, თუ სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ინფორმაციის შესაბამისად სალიცენზიო ფართობი მდებარეობს ტყის ფონდის ან დაცული ტერიტორიის ფარგლებში, სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ განაცხადს შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.”.
4. მე-3 მუხლის 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„81. ამ მუხლის 61 და 62 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტრო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში რთავს დაინტერესებულ უწყებებს. ამასთან, ამ მუხლის 61 პუნქტით წარდგენილ განცხადებას სამინისტრო უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელიც სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მეშვეობით ამზადებს 5 ცალ ფერად ტოპოგრაფიულ რუკას, რომელზეც დატანილი იქნება სალიცენზიო ობიექტისა და სამთო მინაკუთვნის კონტურის X და Y კოორდინატები და ფართობი. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხოს ფერადი ტოპოგრაფიული რუკის დამზადებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასური.”.
5. მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის შეთანხმებისა და 81 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის გაცემის საკითხს უთანხმებს შესაბამის დაინტერესებულ უწყებებს და მათი თანხმობის შემთხვევაში აცხადებს აუქციონს.”.
7. მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საკუთარი ინიციატივით ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში სამინისტრო აცხადებს აუქციონს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ა” ან „ბ.ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად მომზადებული დოკუმენტების წარდგენისა და შესაბამის დაინტერესებულ უწყებებთან საკითხის შეთანხმების შემდეგ. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ლიცენზიის მიღებამდე სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხოს ფერადი ტოპოგრაფიული რუკის დამზადებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასური.”.
8. მე-3 მუხლის 112 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. მე-3 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში ვერ გაიმარჯვა ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ა” და „ბ.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმდგენმა პირმა, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ლიცენზიის მიღებამდე აანაზღაუროს ამ უკანასკნელის მიერ სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის გადახდილი მომსახურების საფასური.”.
10. მე-3 მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასი არ აღემატება 500 000 ლარს, ლიცენზია გაიცემა პრეტენდენტის მიერ აღნიშნული თანხისა და ამ მუხლის 81, მე-11 და მე-18 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
20. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასი აღემატება 500 000 ლარს, ლიცენზია გაიცემა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან და ამ მუხლის 81, მე-11 და მე-18 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.”.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები