„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 675
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.022396
675
12/11/2020
ვებგვერდი, 13/11/2020
380050000.10.003.022396
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №675

2020 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ III, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 1 თვისა აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე, გარდა ამ მუხლის 121 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აუქციონის სხვა ვებგვერდის (www.eauction.ge) საშუალებით გამართვის შემთხვევაში, სავალდებულოა, ლიცენზიის გამცემმა აუქციონის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სათანადო ინფორმაცია, რომელშიც მითითებული უნდა იყოს აუქციონის გამართვის თარიღი და იმ ვებგვერდის მისამართი, რომლის საშუალებითაც იმართება აუქციონი. აღნიშნული აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა საშუალებებიც.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. საწვავი რესურსებისა და ენერგორესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა), სამთო-ქიმიური ნედლეულის, არამადნეული ნედლეულის, საშენი მასალების მოსაპოვებლად, თუ მოსაპოვებელი ჯამური მოცულობა/წონა  500000  (ხუთასი ათასი) კუბურ მეტრს/ტონას არ აღემატება, აგრეთვე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოსაპოვებლად ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 15 დღისა აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. აუქციონის სხვა ვებგვერდის (www.eauction.ge) საშუალებით გამართვის შემთხვევაში სავალდებულოა, ლიცენზიის გამცემმა აუქციონის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სათანადო ინფორმაცია, რომელშიც მითითებული უნდა იყოს აუქციონის გამართვის თარიღი და იმ ვებგვერდის მისამართი, რომლის საშუალებითაც იმართება აუქციონი. აღნიშნული აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სხვა საშუალებებიც.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია