„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/01/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.023215
8
12/01/2022
ვებგვერდი, 13/01/2022
380050000.10.003.023215
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №8

2022 წლის 12 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 74 პუნქტი:

„74. ამ მუხლის 71, 72 და 73  პუნქტებით გათვალისწინებული გეოსაინფორმაციო პაკეტი/ტოპოგრაფიული რუკა (გარდა კერძო  საკუთრებაში არსებულ მიწისქვეშა მტკნარი წყლის (სამეწარმეო დანიშნულებით) ობიექტთან დაკავშირებით მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტისა)  ეგზავნება  შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიას და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლიცენზიის გამცემთან პოზიციის (დასკვნის) 10 დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, საკითხი მიიჩნევა შეთანხმებულად.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი