,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

  • Word
,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 28/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 380.050.000.10.003.000.426
  • Word
43
23/02/2006
სსმ, 27, 28/02/2006
380.050.000.10.003.000.426
,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №43

2006 წლის 23 თებერვალი

 ქ. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1.  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 12.08.2005 წელი, №94, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ლიცენზიას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონი ცხადდება ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წესით, ან ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება.

4. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.“;

გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა ლიცენზიის მისაღებად წარსადგენ განცხადებას თან უნდა დაერთოს წიაღის შესახებ ინფორმაციის ფლობის სამართლებრივი ასპექტები.“;

დ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების შეჩერებას, გაუქმებასა და აღდგენას შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პირობების საფუძველზე ახორციელებს უშუალოდ მინისტრი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი