„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 692
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.018312
692
23/12/2014
ვებგვერდი, 23/12/2014
380050000.10.003.018312
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №692

2014 წლის 23 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებუ­ლების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის 71 და 72 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების დადგენილი წესით წარდგენის შემდგომ, ლიცენზიის გამცემი უზრუნველყოფს გეო­საინფორმაციო პაკეტის მომზადებას. ამასთან, თუ ლიცენზიას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინის­ტრო, იგი ასევე უფლებამოსილია გეოსაინფორმაციო პაკეტის მომ­ზადე­ბის მიზნით მიმართოს სააგენტოს ან აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს. გეოსაინ­ფორმაციო პაკეტი მოიცავს: განაცხადით გათვალისწინებული ტერი­ტორიის ფარგლებში წიაღით სარგებლობისათვის ოპტიმალური ტერი­ტორიის მონახაზს (სამთო და მიწის მინაკუთვნი); შესაბამის ტოპოგრა­ფიულ რუკას და სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინფორმა­ციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით).

72. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების დადგენილი წე­სით წარდგენის შემდგომ, ლიცენზიის გამცემი უზრუნველყოფს გეოსაინ­ფორმაციო პაკეტის მომზადებას. ამასთან, თუ ლიცენზიას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, იგი ასევე უფლებამოსილია გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადების მიზნით მიმართოს სააგენტოს ან აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის გარემოს დაც­ვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს. გეოსაინფორმაციო პაკეტი მოიცავს: განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგ­ლებში წიაღის შესწავლა-მოპოვებისათვის ოპტიმალური ტერიტორიის მონახაზს (გეოლოგიური მინაკუთვნი); შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკას, ხოლო P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე, როგორებიცაა შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, ასევე სა­ლი­ცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით).“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნე­ბ­რივი რესურსების სამმართველო  გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადე­ბიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს წარუდგენს მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის ელექტრონულ ვერსიას, ტოპოგრაფიულ რუკას (კოორდინატების ჩვენებით) და მის ელექტრონულ ვერსიას UTM – WGS 1984 კოორდინატთა სისტემაში (shaip-ფაილი).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი