"სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
"სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 403
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.016133
  • Word
403
28/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
380050000.10.003.016133
"სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 403

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სასარგებლო წიაღი­სეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირო­ბების შე­სახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართვე­ლოს მთავრო­ბის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, №94, III ნაწილი, მუხლი 1068) შე­ტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლის პირ­ველი პუნ­ქტის ,,ბ“ ქვე­პუნქტი ჩამოყა­­­ლიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„ბ) ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის მერქნიანი მცენარეებით (ხეების ან/და ბუჩქნარის ერთობლიობა), ხეებითა და ბუჩქებით დაფარული ფართობები: თოვლის ზვავებისა და ღვარ­ცო­ფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის, უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის, ფლა­ტეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტული წარ­მონაქმნების, მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვლის ად­გილების ირგვლივ 100 მეტრამდე სიგანის, რკინიგზებისა და საავ­ტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამ­დე სიგანის, მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არ­ხე­ბის გასწვრივ ნაპირებიდან 300 მეტრამდე სიგანის ტერიტო­რიებ­ზე (მანძილი იზღუდება წყალგამყოფით);“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ნ. გილაური