„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 412
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.020121
412
31/08/2017
ვებგვერდი, 01/09/2017
380050000.10.003.020121
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №412

2017 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 – მე-14 პუნქტები:

„11. მიწისქვეშა წყლის ან/და ნახშირორჟანგის (გაზი CO2) საბადოზე ან გამოვლინებაზე ორი ან მეტი ჭაბურღილის არსებობის შემთხვევაში, რომელიმე მათგანის ფუნქციონირების შეწყვეტის საფრთხის ან სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, ლიცენზიატი უფლებამოსილია, განახორციელოს მიწისქვეშა წყლის ან/და ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვება სარეზერვო ჭაბურღილიდან ამ პუნქტით, ასევე ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად. სარეზერვო ჭაბურღილიდან მიწისქვეშა წყლის ან/და ნახშირორჟანგის (გაზი CO2)  მოპოვება დაიშვება მხოლოდ  იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ლიცენზიატის მიერ ჩატარებული წინასწარი კვლევებით დასტურდება, რომ სარეზერვო ჭაბურღილიდან არსებობს იმავე ტიპის რესურსის მოპოვების შესაძლებლობა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილია სამინისტროში, ასევე ლიცენზიის გამცემ ორგანოსა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. 

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უფლების მინიჭებაზე, სამინისტროს წინასწარი თანხმობით, გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ლიცენზიატი ვალდებულია, მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით, სარეზერვო ჭაბურღილიდან მიწისქვეშა წყლის ან/და ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვების დაწყებიდან არაუგვიანეს 18 თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დასამტკიცებლად წარადგინოს მარაგების ანგარიში. ამასთან, ლიცენზიატი ვალდებულია, სარეზერვო ჭაბურღილიდან რესურსის მოპოვების პროცესში არ გასცდეს ლიცენზიით გათვალისწინებულ ჯამურად მოსაპოვებელ ოდენობას.

14. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული სარეზერვო ჭაბურღილის ფორსმაჟორულ სიტუაციაში (რაც გულისხმობს კონკრეტულ ტერიტორიაზე სტიქიურ მოვლენას (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა ან სხვა მსგავსი მოვლენა), აგრეთვე ისეთ კრიზისულ ვითარებას, რომელიც გამოწვეულია კატასტროფით, მასშტაბური სამრეწველო ავარიით ან/და ხანძრით და რომლის შედეგია მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობების დარღვევა) გამოყენების შემთხვევაში, ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ლიცენზიის გამცემსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო დღის ბოლომდე. ფორსმაჟორული სიტუაციის დასრულების შემდგომ, ლიცენზიატი უფლებამოსილია, განახორციელოს მიწისქვეშა წყლის ან/და ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვება სარეზერვო ჭაბურღილიდან მხოლოდ ამ მუხლის მე-11 – მე-12 პუნქტებით დადგენილი პროცედურის გავლის შემდგომ. ასეთ შემთხვევაში, ლიცენზიატზე აგრეთვე ვრცელდება ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი ვალდებულებები.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი