„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.017760
141
13/02/2014
ვებგვერდი, 17/02/2014
380050000.10.003.017760
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №141

2014 წლის 13 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მო­პოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებუ­ლე­ბის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგ­ვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1068) შეტანილ იქ­­ნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკი­ცე­ბული დებულების:

1. 21 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დე­გი რედაქციით:

„ე) 200-ზე მეტი დაქანების ფერდობები, გარდა კლდოვანი ქა­ნებით აგებული ფერდობებისა. კლდოვანი ქანებით აგებულ ფერდობებზე წია­ღით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემ­თხვე­ვაში, თუ საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად აღ­ნიშნულ ფართობზე განხორ­ციე­ლებული წიაღით სარგებლობა არ გა­მოიწვევს უარყოფით გეოდინამიკურ პროცესებს;“.

 2. მე-3 მუხლის მე-16 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დე­გი რედაქციით:

 „ა) განცხადება. ელექტრონულ აუქციონში რეგისტრაცია უთანაბრ­დება განცხადების მიღებას;“.

 3. მე-3 მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „19. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე და­ფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დამა­დასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 30 კალენდარულ დღეში.“.

 4. 61 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. სააგენტოს, სამინისტროს შუამდგომლობით და საქართველოს მთავრობის თანხმობით, უფლება აქვს, გააგრძელოს ლიცენზიის მოქმე­დე­ბის ვადა.“.

 5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

 ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „კ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გან­საზღვ­რული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა მარაგების დამ­ტ­კიცების თაობაზე სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმ­წიფო უწყებათა­შორისი კომისიის სხდომის ოქმის გაფორმების დღი­დან და განისაზ­ღვ­რება არა უმეტეს 15 კალენდარული დღით;“;

 ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ლ) ამ დებულების მე-3 მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნ­ქტის „ი“ ქვეპუნქტით ან 73 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული თა­ნ­ხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და ლი­ცენ­ზიაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემდეგ;“.

 6. მე-7 მუხლის 12 პუნქტის:

 ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

 „ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეც­ნობოს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულე­ბას ‑ გარე­მოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომელიც უზრუნ­ველ­ყოფს მრიცხველზე ლუქის დადებას;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) ლუქის ახსნა-დადებას და შესაბამისი აქტის შედგენას ლიცენ­ზი­ა­ტის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით ახორციელებს სამი­ნის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ‑ გარემოსდაცვითი ზე­დამხედველობის დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი პირი;“.

 7. 71 მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მე-3 მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გა­ცე­მულ ლიცენზიაში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მო­ცუ­ლო­ბის მითითების მიზნით ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზი­აში ცვლილება შეტანილი უნდა იქნეს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ დე­ბულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათ­ვა­­ლის­წინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდ­გე­ნიდან არა უგვიანეს 30 კალენდა­რული დღისა.“.

8. 71 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიით დადგენილია მისი ამოქმე­დე­ბის კონკრეტული თარიღი და იგი ჯერ არ დამდგარა, ლიცენზიატის და­სა­ბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის გამცემის მი­ერ, ლიცენზიაში ერთჯერადად შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლი­ლე­ბა ლიცენზიის ამოქ­მედების თარიღის გადაწევასთან დაკავშირებით. ამა­ს­თან, ლიცენზი­ის ამოქმედების თარიღის გადაწევის საერთო ვადა არ უნ­და აღემატებო­დეს ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვე­პუნქტით გათ­ვალისწინებულ ვადას.“.

9. 75 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გადაუდებლობის შემთხვევის არსებობისას, ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორ­განო, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულე­ბის ‑ გა­რე­მო­ს­დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან ლი­ცენზიის გა­უქმების თაობაზე მიმართვის საფუძველზე, იღებს შესაბა­მის გადაწყვე­ტი­ლებას.“.

 10. მე-8 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „51. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამ­ტ­კი­ცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმა, დამტკიცებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში, ეგზავნება სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწ­ყე­ბო დაწესებულე­ბას ‑ გარემოსდაცვითი ზედამხედ­ვე­ლო­ბის დეპარტა­მენტს.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი