„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 414
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.024247
414
23/10/2023
ვებგვერდი, 23/10/2023
380050000.10.003.024247
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №414

2023 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა ან/და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიშვება მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე, გარდა კანონმდებლობით ან/და ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულების 3​1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდის − www.eauction.ge მეშვეობით:

ა) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით.“.

2. 31 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემის შეტყობინების მიღების შემდგომ გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2023 წლის 15 სექტემბრის №10 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის  დადგენის  ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, თუ ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვა ფასი არ იქნება დადგენილი.“.

3. 61 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე ლიცენზიები გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით. ამასთანავე, განსხვავებული სალიცენზიო პირობების ან/და საინვესტიციო წინადადებების არსებობის შემთხვევაში, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით,  შესაძლებელია,  აღნიშნული ლიცენზია გაიცეს ან/და გაგრძელდეს უკვე გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადა არა უმეტეს 10 წლამდე ვადით. ამასთანავე, ლიცენზიის 10 წლამდე ვადით გაცემა ან მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ჯამურად მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება 1 000 000 (ერთი მილიონი) კუბურ მეტრს. ასევე ლიცენზიის მოქმედების 10 წლამდე ვადით გაგრძელება შესაძლებელია, თუ ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით მოწყობილია საჭირო ინფრასტრუქტურა (გადამამუშავებელი ქარხანა, დამხმარე შენობა-ნაგებობები და სხვ.).  ამ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი  ვალდებულია, ლიცენზიის ფარგლებში მოსაპოვებელი რესურსის დარჩენილი მოცულობისთვის გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2023 წლის 15 სექტემბრის №10 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის  დადგენის  ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, სააგენტოს უფლება აქვს, გააგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი  ვალდებულია, ლიცენზიის ფარგლებში მოსაპოვებელი რესურსის ოდენობაზე გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2023 წლის 15 სექტემბრის №10 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის  დადგენის  ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი.“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მე-3 მუხლის 6​​​​2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მარაგების დამტკიცების შემდეგ, ლიცენზიანტი ვალდებულია, გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2023 წლის 15 სექტემბრის №10 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული ბოლო შეთავაზებული ფასის გამოკლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული ბოლო შეთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მის მიერ გადასახდელ თანხაზე;“.

5. 71 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია, მისთვის ლიცენზიით გამოყოფილ ფართობში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან ერთად, განახორციელოს წიაღის შესწავლა. ლიცენზიის მფლობელი შესწავლის შედეგად გამოვლენილი განსხვავებული სახეობის ან დანიშნულების სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შესწავლის მასალებს, დადგენილი წესით, წარუდგენს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორის კომისიას. ასეთ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დამტკიცებული მარაგების ფარგლებში, რესურსის მოპოვებისთვის ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2023 წლის 15 სექტემბრის №10 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი. ამასთანავე, ლიცენზიით გათვალისწინებულისგან განსხვავებული დანიშნულების სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებისას, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ამავე პუნქტით განსაზღვრული თანხა გადაიხადოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცებული მარაგების მიხედვით გამოთვლილი ფასი მეტია აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასზე.“;

ბ) მე-10-101 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ, გარდა ამავე მუხლის 10​​1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2023 წლის 15 სექტემბრის №10 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, ხოლო, თუ დაანგარიშებული თანხა შეადგენს 10 000 (ათი ათასი) ლარზე ნაკლებს, გადასახდელი თანხა განისაზღვრება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთანავე, ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება, დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.

10​1. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმ სასარგებლო წიაღისეულის, როგორებიცაა: შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2023 წლის 15 სექტემბრის №10 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობზე დამტკიცებული მარაგების მიხედვით გამოთვლილი ფასი ან/და ფასების ჯამი მეტია აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასზე.“.

6. 73 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3​1. მე-3 მუხლის 6​​2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელის მიერ მარაგების დამტკიცებამდე ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის ნაწილის გამსხვისებელი (ლიცენზიის იმ ნაწილის ფარგლებში, რომელიც ამ უკანასკნელს რჩება) და ლიცენზიის ნაწილის მიმღები (ლიცენზიის იმ ნაწილის ფარგლებში, რომელიც ამ უკანასკნელს გადაეცემა) ვალდებულნი არიან, მარაგების დამტკიცების შემდეგ გადაიხადონ „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2023 წლის 15 სექტემბრის №10 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის  დადგენის  ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამს გამოკლებული M კოეფიციენტის გამოანგარიშების შედეგად მიღებული თანხა, თუ M კოეფიციენტის გამოანგარიშების შედეგად მიღებული თანხა ნაკლებია ამავე პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამზე. M კოეფიციენტი გამოიანგარიშება ფორმულით: M=A/B x C, სადაც:

ა) A არის ლიცენზიის გაცემისას აუქციონზე შეთავაზებული ბოლო ფასი;

ბ) B არის აუქციონზე გატანილი სალიცენზიო ფართობი;

გ) C არის ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შედეგად ლიცენზიის ნაწილის გამსხვისებლისათვის ან ლიცენზიის ნაწილის მიმღებისათვის განკუთვნილი სალიცენზიო ფართობი.“.

7. 74 მუხლის:

ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2​1. პირი, რომელიც გათავისუფლდა ლიცენზიისაგან, ვალდებულია  გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2023 წლის 15 სექტემბრის №10 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის შესაბამისი ფორმულით ერთ წელზე დაანგარიშებული თანხის ოდენობის ტოლფასი თანხა, გარდა ამ მუხლის 2​​​​2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთანავე, ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება, დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ლიცენზიისაგან გათავისუფლების შემთხვევაში, პირი, რომელიც გათავისუფლდა ლიცენზიისაგან, ვალდებულია, გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2023 წლის 15 სექტემბრის №10 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის შესაბამისი ფორმულით ერთ წელზე დაანგარიშებული თანხის ოდენობის ტოლფასი თანხა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება, განისაზღვროს სხვა დამატებითი პირობ(ებ)ის შესრულება ან/და დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი ვალდებულია, გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2023 წლის 15 სექტემბრის №10 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის შესაბამისი ფორმულით შესაბამის წელზე/წლებზე დაანგარიშებული თანხის ოდენობის ტოლფასი თანხა. ამასთანავე, ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს  წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება, დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.“;

დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი ვალდებულია, ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული საფასური, მაგრამ არანაკლებ „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2023 წლის 15 სექტემბრის №10  ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი