,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 194
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 132, 21/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 380.050.000.10.003.000.835
  • Word
194
14/09/2007
სსმ, 132, 21/09/2007
380.050.000.10.003.000.835
,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №194

2007 წლის 14 სექტემბერი

 ქ. თბილისი

,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №94, მუხლი 1068) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 74 მუხლი:

,,მუხლი 74. ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველი

1. დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე ლიცენზიისაგან შეიძლება გათავისუფლდეს პირი, რომელიც ინერტული მასალის მოპოვებას ახორციელებს მშენებლობის, ნაპირფორმირების პროცესების მართვისა და მდინარეთა რეგულირების მიზნით და აღნიშნული სამუშაოების დაყოვნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხევაში პირი, რომელიც გათავისუფლდა ლიცენზიისაგან, უფლებამოსილია ინერტული მასალის მოპოვების სამუშაოები შეასრულოს საქართველოს მთავრობის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს სამი თვისა.

3. დაუშვებელია ლიცენზიისაგან გათავისუფლდეს პირი, რომელიც ინერტული მასალის მოპოვებას გეგმავს ტერიტორიაზე, სადაც სამინისტროს მიერ გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი