დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 344 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 148, 12/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380050000.10.003.016075 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №344
2010 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №94, მუხ. 1068) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:
1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლის 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„81. ამ მუხლის 61 და 62 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამინისტრო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში რთავს დაინტერესებულ უწყებებს. ამასთან, ამ მუხლის 61 და 62 პუნქტების შესაბამისად წარდგენილ განცხადებას სამინისტრო უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელიც სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მეშვეობით ამზადებს 5 ცალ ფერად ტოპოგრაფიულ რუკას, რომელზეც დატანილი იქნება სალიცენზიო ობიექტის სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის კონტურის X და Y კოორდინატები და ფართობი. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხოს ფერადი ტოპოგრაფიული რუკის დამზადებისათვის განსაზღვრული მომსახურების საფასური.“.
3. 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. სამთო, გეოლოგიური და მიწის მინაკუთვნის დაწესება
ლიცენზიის გაცემისას სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისად სამთო, გეოლოგიური და მიწის მინაკუთვნის დაწესების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან (ხოლო ქ. თბილისის ტერიტორიაზე – ასევე ქ. თბილისის მერიასთან) შეთანხმებით.“.
4. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ მესაკუთრესთან შეთანხმებით.“.
5. 75 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია ლიცენზიის მაძიებლის განაცხადის საფუძველზე, რომელსაც ლიცენზიის გაცემამდე სამინისტროში არ წარუდგენია ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ ლიცენზიის მაძიებელს ასეთი ვალდებულება გააჩნდა ლიცენზიის მიღებისას), და ლიცენზიის მოქმედების პერიოდში ტერიტორია აღმოჩნდა კერძო საკუთრებაში, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები