„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 304
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110809019, 09/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.016464
  • Word
304
04/08/2011
ვებგვერდი, 110809019, 09/08/2011
380050000.10.003.016464
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 304

2011 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს ცვლილებ და დადგენილებით დამტკიცებულ დებულები:

1. 74 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ შუამდგომლობას უნდა დაერთოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.“.

2. 74 მუხლს დამატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხევაში პირი, რომელიც გათავისუფლდა ლიცენზიისაგან, ვალდებულია გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის შესაბამის ფორმულით ერთ წელზე დაანგარიშებული თანხის ოდენობის ტოლფასი თანხა. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით პირი გაათავისუფლოს აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.“.

3. 74 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. დაუშვებელია ლიცენზიისაგან გათავისუფლდეს პირი, რომელიც ინერტული მასალის მოპოვებას გეგმავს ტერიტორიაზე, სადაც ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.

4. ღვარცოფებისა და მდინარის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საშიშროების არსებობისას, რაც განპირობებულია მდინარის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირებით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საჯარო ამართლის ურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მდინარეთა კალაპოტებში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღება გარკვეული ვადით გაათავისუფლოს ლიცენზირებისაგან.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                          . გილაური