„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 330
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110830008, 30/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.016490
  • Word
330
26/08/2011
ვებგვერდი, 110830008, 30/08/2011
380050000.10.003.016490
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №330

2011 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებუ­ლების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, 2005 წ., მუხ. 1068) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიაში სა­სა­რ­გებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება შესაძლებელია შეიცვა­ლოს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების უფლებით.“.

მუხლი 2

1. დადგენილება გავრცელდეს 2011 წლის 5 ივლისამდე წარმოშო­ბილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 26 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრი                ნ. გილაური