დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №90
2010 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 – 65 პუნქტები:
„62. იმ სასარგებლო წიაღისეული რესურსების (გარდა ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ასევე P კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგის (გარდა ქვიშა-ხრეშის, მიწისქვეშა წყლებისა და ნახშირორჟანგა აირისა – CO2) ლიცენზიის მოქმედების 5 წელზე მეტი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ლიცენზიის მოქმედების პირველი 5 წლის განმავლობაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პარალელურად, მარაგების დამტკიცების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარუდგინოს სათანადო დოკუმენტაცია.
63. მარაგების დამტკიცების შემდეგ ლიცენზიანტი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს სხვაობა აუქციონზე დაფიქსირებულ ბოლო შემოთავაზებულ ფასსა და „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული, დამტკიცებული მოცულობის ფასს შორის, იმ შემთხვევაში, თუ იგი აღემატება აუქციონზე დაფიქსირებულ ბოლო შემოთავაზებულ ფასს.
64. ამ მუხლის 63 პუნქტით განსაზღვრული სხვაობის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა მარაგების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმის გაფორმების დღიდან და გადახდისას გამოიყენება „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი.
65. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიანტი დაარღვევს ამ მუხლის 62, 63 და 64 პუნქტებით განსაზღვრულ ერთ-ერთ პირობას, ძალადაკარგულად ცხადდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გადაცემის თაობაზე.“.
2. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ დებულების მე-3 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, წინასწარ განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემსა და ლიცენზიის მფლობელს შორის სასარგებლო წიაღისეულის წილობრივი განაწილების პრინციპებსა და პირობებს, რომლებიც ქვეყნდება აუქციონის გამართვის შესახებ განცხადებაში;“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები