„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 371
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110927024, 28/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.016531
  • Word
371
23/09/2011
ვებგვერდი, 110927024, 28/09/2011
380050000.10.003.016531
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №371

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის  წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებუ­ლების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., მუხ.1068) შეტანილ იქნეს ცვლილება  და  ამ  დადგენილებით  დამტკიცებული  დებულების 71 მუხ­ლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑7 პუნქტი:

  „7. სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტი­ლებით, ლიცენზიის მფლობელის თანხმობით, შესაძლებელია ლიცენ­ზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის (მიწისა და სამთო მინაკუთვნის) შეცვლა სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და და­მატებითი სალიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება იდენტური სახეობისა და ოდენობის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება (თუ საქართველოს მთავრობის მიერ არ იქნა მიღებული სხვაგვარი გადა­წყ­ვე­ტილება).“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                           ნ. გილაური