დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 490 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380050000.10.003.023700 |
|
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. დაუშვებელია ლიცენზიის გაცემა, ინერტული მასალის მოპოვების მიზნით, შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეთა (გარდა მდინარე რიონის ძირითადი კალაპოტისა და მისი შენაკადებისა) ჭალა-კალაპოტებიდან და ჭალისზედა პირველი ტერასებიდან, შავი ზღვის შესართავიდან 20 კილომეტრის მანძილზე პირდაპირი ხაზით. მითითებულ დიაპაზონში ინერტული მასალის მოპოვება ნებადართულია ამ დებულების 74 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-4 პუნქტით ან/და მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე იმ შემთხვევებში, თუ მოპოვება წარმოებს ჭარბი აკუმულაციის უბნებიდან შავი ზღვის ნაპირების (პლაჟების) აღდგენის მიზნით. მოპოვება დასაშვებია აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ საზღვრებში ინერტული მასალა დასაწყობებულია (ტექნოგენური დანაგროვი) ჰიდროელექტროსადგურისთვის საჭირო სამშენებლო/საექსპლოატაციო სამუშაოების შედეგად.“. 2. 74 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის მიზნით, თუ პროექტის ღირებულება ან/და საინვესტიციო მოცულობა შეადგენს არანაკლებ 100 000 000 (ასი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობას.“; ბ) 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ერთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლება დაიშვება მხოლოდ 200 000 (ორასი ათასი) მ3-ამდე მოცულობის ფარგლებში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ შემთხვევაში, ერთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლება დაიშვება სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით გათვალისწინებული ოდენობით.“; გ) 14 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი ვალდებულია, ასევე წარადგინოს პროექტის ან/და საინვესტიციო მოცულობის არანაკლებ 100 000 000 (ასი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“; დ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია, საშენი მასალების მოპოვებითი სამუშაოები შეასრულოს ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 3 თვისა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა. „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია, საშენი მასალების მოპოვებითი სამუშაოები განახორციელოს ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში. „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია, საშენი მასალების მოპოვებითი სამუშაოები განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის განსაზღვრულ ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები