„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.017325
160
21/06/2013
ვებგვერდი, 25/06/2013
380050000.10.003.017325
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №160

2013 წლის 21 ივნისი

   ქ.თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მო­პოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებუ­ლე­ბის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგ­ვისტოს №136 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1068) დამტკი­ცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა (შემდგომში ‑ ლი­ცენზიის გამცემი) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საჯარო სამართლის იუ­რიდიული პირი ‑ გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში ‑ სააგენ­ტო), ხოლო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომი­კის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელე­გი­რე­ბის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვ­რულ შემთხვევაში ‑ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.“.

2. მე-3 მუხლის 191 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 31 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„1. ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის ‑ სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამ­კურ­ნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების (მო­პო­ვების, შესწავლა-მოპოვების), ლიცენზია, საქართველოს მთავრობის თან­ხმობის შემთხვევაში, შეიძლება გაიცეს პირდაპირი წესით.“.

4. 31  მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლო­ბელი ვალდებულია გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცე­მის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებუ­ლე­ბის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარე­ბის მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცე­ბული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, თუ სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვა ფასი არ იქნება დადგენილი.“.

5. 31 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 41 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაწესებული მიწის მინაკუთვნი სააგენტოს მიერ შეიტანება წია­ღის სახელმწიფო ფონდში და აღირიცხება (რეგისტრირდება) როგორც წიაღის ფონდის მიწები. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებული წიაღით სარგებლობის ობიექტებისათვის დაწესებული მიწის მინაკუთვნის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ლი­ცენზიის გამცემის მიმართვისა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.“.

7. მე-6  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. საწყისი ფასი

1. აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის გან­საზღვრისა და ანგარიშსწორების წესს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით, ადგენს სააგენტო.

2. სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს მთავრობის მიერ შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით დადგენილი ფასისგან განსხვა­ვე­ბული ფასის განსაზღვრის შესახებ.“.

8. 61  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 61. ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. ლიცენზიის მოქმედების ვადას, სახელმწიფო და საზოგადო­ებ­რივი ინტერესების გათვალისწინებით, სარგებლობის ლიცენზიის ყველა­ზე ოპტიმალური ფასით გაცემის მიზნით, ლიცენზიის მაძიებლის განც­ხა­დე­ბის საფუძველზე ან მის გარეშე, განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემი. ეს ვადა გაითვალისწინება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას.

2. მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლი­ნე­ბებზე ლიცენზიები გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით.

3. სააგენტოს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, უფლება აქვს გააგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა.

4. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, აგრეთვე, მხარე­თა (სააგენტო და შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი) შეთანხმებით, შესაძლებელია ლიცენზიის პირობების შეცვლა (გარდა ნორმატიული აქ­ტით დადგენილი პირობებისა).“.

9. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამ დებულების მე-3 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიწყოს საქმიანობის შესახებ წარდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე (რომელიც ასევე უნდა შეიცავდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ტექნოლოგიური ციკლის აღწერას და ტექნოლოგიურ სქემას) სამინის­ტროს მიერ დადებითი დასკვნის გაცემისა და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების შემდეგ;“.

10. მე-7  მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „თ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცე­მული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ, მაგრამ არაუმეტეს 5 წლის ვადაში განახორციელოს სასარ­გებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა. ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში სამინისტრო უფ­ლე­ბამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების ვადის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისათვის ერთჯერადად, დამატებით არაუმეტეს 5 წლამდე ვადის დადგენის თაობაზე. სასარ­გებ­ლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია არაუგვიანეს შესწავლის ვადის ამოწურვისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასარგებლო წიაღი­სეულის მარაგების დასამტკიცებლად წარადგინოს შესწავლის მასალები და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებისთანავე ლიცენ­ზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულო­ბის მითითებით);

1) სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წიაღისეულის შესწავლისათვის ერთ­ჯერადად, დამატებითი ვადის განსაზღვრისას, ასევე მიიღოს გადაწ­ყვეტილება ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო ფართობის შემცირების თაობაზე;“.

11. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრუ­ლების კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწ­ყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტა­მენ­ტი.“.

12. 71 მუხლის 11, 13, მე-4, მე-5, მე-7, მე-9 და მე-10  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ დებულების მე-3 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემ­თხვევაში გაცემულ ლიცენზიაში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღი­სეულის მოცულობის მითითების მიზნით ლიცენზიაში ცვლილება შეტა­ნილ უნდა იქნეს სამინისტროს მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასე­ბის ანგარიშზე საბოლოო დასკვნის გაცემიდან არაუგვიანეს 30 კალენდა­რუ­ლი დღისა.

13. ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის არსებო­ბისას და იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელისათვის წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა, რაც მისთვის წარმოშობს ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღი­სეუ­ლის მოპოვების ჯამური, წლიური მინიმალური ან/და მაქსიმალური მოცულობის ან ყოველდღიური (დღეღამური) ან სხვაგვარი მოცულობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეცვლის საჭიროებას, ან ლიცენზიის მფლობელისთვის წარმოშობს სალიცენზიო პირობით დადგენილი სასარ­გებლო წიაღისეულის შესწავლის  ან/და მარაგების დამტკიცების ვადებში ცვლილების შეტანის საჭიროებას (ასეთი ცვლილებით გათვალისწინე­ბული სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხ­ლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას), ლიცენზიის გამცემის მიერ, საქართველოს მთავრობის თანხმობით, შესაძ­ლებელია ლიცენზიაში შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები.

4. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასარგებლო წიაღისეულის მო­პოვების ლიცენზიაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება შე­საძლებელია შეიცვალოს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვე­ბის უფლებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლი­ცენ­ზიის მფლობელმა ლიცენზიის გამცემ ორგანოში უნდა წარადგინოს განცხადება შესაბამისი არგუმენტაციით და სამუშაო პროგრამით, რომე­ლიც უნდა მოიცავდეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის მოთხოვ­ნილი პერიოდის განმავლობაში განსახორციელებელ ვადებში გაწერილ ქმედებებს (შესწავლის სამუშაოებს). ლიცენზიის გამცემი ორგანო იხი­ლავს განცხადებას თანდართული მასალებით და დადებითი რეკომენ­დაციის შემთხვევაში საკითხს განსახილველად წარუდგენს სამინისტროს. სამინისტროს მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემ ორგანოს შეაქვს შესაბამისი ცვლილებები ლიცენზიის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტში და გასცემს ახალ სალიცენზიო მოწმობას, ხოლო ძველი სალიცენზიო მოწმობა ექვემდებარება ლიცენ­ზიის გამცემისათვის დაბრუნებას. პროგრამა წარმოადგენს სალიცენზიო პირობას.

7. სამინისტროს შუამდგომლობით, ლიცენზიის მფლობელთან შე­თანხმებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებე­ლია ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის (მიწისა და სამთო მინა­კუთ­ვნის) შეცვლა სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და დამატებითი სა­ლი­ცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება იდენტური სახეობისა და ოდე­ნობის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.

9. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სტადიაზე, ლიცენზიის მფლო­ბელის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის თანხ­მო­ბით, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათ­ვალისწინებული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის გაზრდა სასარგებლო წიაღისეულის დამტკიცებული მარაგების ფარ­გლებში.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, ხოლო თუ დაანგარიშებული თანხა შეადგენს 10 000 ლარზე ნაკლებს, გადასახდელი თანხა განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება დადგინდეს განსხვავებული გადასახდე­ლი თანხა.“.

13.  74  მუხლს დაემატოს 12 პუნქტი და  1-21  და მე-4  პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვა­ლისწინებით, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სამინის­ტროს გადაწყვეტილებით, ლიცენზიისაგან შეიძლება გათავისუფლდეს პირი, რომელიც მშენებლობის, ნაპირფორმირების პროცესების მართვისა და/ან მდინარეთა რეგულირების მიზნით, მშენებლობის პროცესში გამო­საყენებლად, სამშენებლო სამუშაოების წარმოების ტერიტორიაზე მოი­პოვებს საშენ მასალებს. 

11. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქმიანობის განმახორ­ციელებელი პირის მიერ საშენი მასალების სხვა ტერიტორიაზე (სამშენებ­ლო სამუშაოების წარმოების ტერიტორიის ფარგლებს გარეთ) მოპოვება­ზე ლიცენზიისგან განთავისუფლების საკითხზე, სამინისტროს შუამდ­გო­მ­ლობით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

12. ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემ­თ­ხვევებში დაინტერესებული პირის შუამდგომლობას უნდა დაერთოს სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.

2. ლიცენზიისაგან განთავისუფლებული პირი უფლებამოსილია, სა­შენი მასალების მოპოვებითი სამუშაოები შეასრულოს ლიცენზიისაგან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 3 თვისა.

21. პირი, რომელიც გათავისუფლდა ლიცენზიისაგან, ვალდებულია გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზ­ღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის შესაბამისი ფორმულით ერთ წელზე დაანგარიშებული თანხის ოდენობის ტოლფასი თანხა. ამასთან, სამინისტროს შუამდგომლობითა და  საქარ­თველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება დადგინდეს განსხ­ვა­ვე­ბული გადასახდელი თანხა.

4. ღვარცოფებისა და მდინარის მიმდებარე ტერიტორიის დატბორ­ვის საშიშროების არსებობისას, რაც განპირობებულია მდინარის კალა­პოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირებით, სამინისტრო უფლე­ბა­მო­სილია, სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მდინარეთა კალაპოტებში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასა­ლის ამოღება, გარკვეული ვადით, გაათავისუფლოს ლიცენზირებისა­გან.“.

14. 75 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, მუხლს დაემატოს 11 და 12 პუნქტები:

„1. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღ­ვე­ვის შემთხვევაში ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულ ლიცენ­ზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ლიცენზიის გაუქმების თაობაზე შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

11.  „ლიცენზიებისა  და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გადაუდებლობის შემთხვევის არსებობისას, ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგა­ნო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ.

12.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხ­ლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ან „ლიცენზიებისა და ნე­ბართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენ­ზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო.

5. ამ დებულების მე-3 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელმა წარადგინა გარემოზე ზე­მოქმედების შეფასების ანგარიში, რომელზეც სამინისტრომ გასცა უარყო­ფითი დასკვნა, ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.“.

15. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 77 მუხლი:

„მუხლი 77. შუამდგომლობის მოთხოვნის განცხადების განხილვის ვადა

სამინისტრო, ლიცენზიის მფლობელის მოტივირებულ განცხადებას ამ დადგენილების 31 მუხლის მე-6, მე-6 მუხლის მე-2, 71 მუხლის მე-7 და მე-10, 74 მუხლის 11 და 21 პუნქტებით გათვალისწინებული შუამდგომ­ლობის საქართველოს მთავრობის წინაშე დაყენების თაობაზე, იხილავს და ლიცენზიის მფლობელს თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას (გა­ნ­ც­ხადების დაკმაყოფილების ან  დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესა­ხებ)  აცნობებს განცხადების რეგისტრაციიდან  30 კალენდარული დღის ვადაში.“.

16. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფორმა მტკი­ც­დება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინი­ს­ტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

17. მე-8 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6  პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, მუხლს დაემატოს 51 და 52 პუნქტები:

„4. საქართველოს ენერგეტიკისა და საქართველოს გარემოსა და ბუ­ნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებთან თანხმობის გარეშე დაუ­შ­ვებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა იმ ტე­რი­ტორიებზე, რომელთა კოორდინატებიც,  ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძ­ველ­ზე, დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითა­რების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ‑სამარ­თლებრივი აქტით.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნის­ტრომ საქართველოს ენერგეტიკისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროებთან შეთანხმებით, ინდი­ვი­დუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, უზრუნველ­ყოს იმ ტერიტორიების X, Y კოორდინატების განსაზღვრა და დამტკი­ცება, რომ­ლებზედაც გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის პო­ტე­ნციური წყაროების მშენებლობა.

51. ლიცენზიის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის გაცემისთვის წარდგენილი ანგარიში, აგრეთვე, ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმა დამტკიცებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.

52. სააგენტოს მიერ ლიცენზიის გაცემიდან, ლიცენზიის გადაცემი­დან ან ლიცენზიის გაუქმებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში გარემოსდაც­ვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ეგზავნება:

ა) ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში - ლიცენზიის გაცემის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტის ასლი, სალიცენზიო მოწმობის ასლი, სალიცენზიო ობიექტთან დაკა­ვ­ში­რებით მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის ელექტრონული ვერსია, ტოპოგრაფიული რუკა (კოორდინატების ჩვენებით) და მისი ელექ­ტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში (shaip-ფაილი);

ბ) ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემის შემთხვევაში - ლი­ცენზიის გადაცემის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმი­ნის­ტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი და ამ დებულების 73 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლები, თითო ეგზე­მ­პლარად;

გ) ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში - ლიცენზიის გაუქმების თა­ო­ბა­ზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებ­რი­ვი აქტის ასლი.

6.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სა­მი­ნისტროს მიერ ლიცენზიის გაცემიდან, ლიცენზიის გადაცემიდან ან ლიცენზიის გაუქმებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს და გარე­მო­ს­დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ეგზავნება ამ მუხლის 52 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი