„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 179
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.021194
179
29/03/2019
ვებგვერდი, 03/04/2019
380050000.10.003.021194
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №179

2019 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.  21 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიის გაცემისას ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება  სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის პერიოდზე. ამასთან, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოები არ დაიშვება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვის ზონებში.“.

2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობის − სავარაუდო X და Y კოორდინატების მითითებით, გეოინფორმაციული სისტემების (shape) ფაილებითა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;“;

ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობის − სავარაუდო X და Y კოორდინატების მითითებით, გეოინფორმაციული სისტემების (shape) ფაილებითა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;“.

3. მე-3 მუხლის  6 პუნქტის  „ბ“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სალიცენზიო ობიექტისა და სამთო მინაკუთვნის კონტურის სავარაუდო X და Y კოორდინატებისა და ფართობის მონაცემებს,  გეოინფორმაციული სისტემების (shape)  ფაილებით;“.

4.  31 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) მონაცემები მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობის − სავარაუდო X და Y კოორდინატების მითითებით,  გეოინფორმაციული სისტემების (shape) ფაილებითა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;“;

ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) მონაცემები მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობის − სავარაუდო X და Y კოორდინატების მითითებით,  გეოინფორმაციული სისტემების (shape) ფაილებითა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;“.

5.  31 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის  დადგენის  ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, თუ  ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა ფასი არ იქნება დადგენილი.“.

6.  მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ, მაგრამ არა უმეტეს 5 წლის ვადაში,  განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა. ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების ვადის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისათვის დამატებით არა უმეტეს 5 წლამდე ვადის დადგენის თაობაზე. ჯამში შესწავლისთვის გამოყოფილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია, არა უგვიანეს შესწავლის ვადის ამოწურვისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დასამტკიცებლად წარადგინოს შესწავლის მასალები და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებისთანავე ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით);“;

გ) პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ1) ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წიაღისეულის შესწავლისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრისას, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, ასევე მიიღოს გადაწყვეტილება  ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო ფართობის შემცირების თაობაზე;“;

დ) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მე-3 მუხლის 62  პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მარაგების დამტკიცების შემდეგ ლიცენზიანტი ვალდებულია, გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული ბოლო შეთავაზებული ფასის გამოკლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული ბოლო შეთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მის მიერ გადასახდელ თანხაზე;“;

ე) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმის დამტკიცების თაობაზე სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის კანონმდებლობით დადგენილი  წესით ოფიციალურად გაცნობიდან და განისაზღვრება 15 დღის ვადით. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია, სააგენტოსთან შეთანხმებით, ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდა განახორციელოს განწილვადებით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

კ.ა) არაუგვიანეს 3 თვის ვადაში დაფაროს თანხის არანაკლებ 35%-ისა;

კ.ბ) არაუგვიანეს 6 თვეში დაფაროს თანხის არანაკლებ 70%-ისა;

კ.გ) არაუგვიანეს ერთ წელიწადში დაფაროს თანხის 100%;“;

ვ)  11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები:

ა) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს  ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა,  რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;

ბ) არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა;

გ) უზრუნველყოს სალიცენზიო მიწის ნაკვეთზე დაზიანებული ნიადაგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკულტივაციის ღონისძიებების ჩატარება;

დ) ექსპლუატაციისას მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება,  სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება, გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის) შემთხვევაში, უნდა შესრულდეს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები;

ე) ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვით, ობიექტის დამუშავების დროს მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის;

ვ) ლიცენზიის გამცემის მიერ სარგებლობისათვის განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.“;

ზ) 12 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ბ) ყველა სხვა შემთხვევაში − ლიცენზიის მფლობელის მიერ, მისი ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;“.

7. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  15  და 16 პუნქტები:

„15. ამ მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი სალიცენზიო პირობები შესაძლებელია, უკავშირდებოდეს საინვესტიციო ვალდებულებებს. ამგვარი ვალდებულების განსაზღვრისას, A, B ან/და C1 კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის საბადოზე რესურსის მოპოვების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (შემდგომში – საბანკო გარანტია) − არანაკლებ შეთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 10%-ისა. სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აღნიშნული თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

16.  ამ  მუხლის  1 პუნქტით  განსაზღვრული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა  არანაკლებ  4 (ოთხი) თვით  უნდა აღემატებოდეს  საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.“.

8.  71 მუხლის:

ა) 16 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს თითოეული ლიცენზიის ფარგლებში მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობის − სავარაუდო X და Y კოორდინატების მითითებით, გეოინფორმაციული სისტემების (shape) ფაილებითა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;“;  

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლიცენზიის გამცემის მიერ, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება შესაძლებელია, შეიცვალოს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების უფლებით.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სტადიაზე ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, შესაძლებელია, ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის გაზრდა სასარგებლო წიაღისეულის დამტკიცებული მარაგების ფარგლებში.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, ხოლო თუ დაანგარიშებული თანხა შეადგენს 10 000 ლარზე ნაკლებს, გადასახდელი თანხა განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.“.

9.  73 მუხლის  31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. მე-3 მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელის მიერ მარაგების დამტკიცებამდე ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის ნაწილის გამსხვისებელი (ლიცენზიის იმ ნაწილის ფარგლებში, რომელიც ამ უკანასკნელს რჩება) და ლიცენზიის ნაწილის მიმღები (ლიცენზიის იმ ნაწილის ფარგლებში, რომელიც ამ უკანასკნელს გადაეცემა) ვალდებულნი არიან, მარაგების დამტკიცების შემდეგ გადაიხადონ „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის  დადგენის  ფორმულით  დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამს გამოკლებული M კოეფიციენტის გამოანგარიშების შედეგად მიღებული თანხა, თუ M კოეფიციენტის გამოანგარიშების შედეგად მიღებული თანხა ნაკლებია ამავე პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამზე. M კოეფიციენტი გამოიანგარიშება ფორმულით − M =A/B x C, სადაც:

ა) A – არის ლიცენზიის გაცემისას აუქციონზე შეთავაზებული ბოლო ფასი;

ბ) B – არის აუქციონზე გატანილი სალიცენზიო ფართობი;

გ) C – არის ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შედეგად ლიცენზიის ნაწილის გამსხვისებლისათვის ან ლიცენზიის ნაწილის მიმღებისათვის განკუთვნილი სალიცენზიო ფართობი.“.

10.  74 მუხლის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირის ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე ლიცენზიის გამცემის მიერ ჩატარებული წარმოების ფარგლებში მიღებული დოკუმენტაციისა და ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს  წარდგინებით, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.“;  

ბ)  14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის რუკა − X და Y კოორდინატების მითითებით, გეოინფორმაციული (shape) ფაილებით;“;

გ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. პირი, რომელიც გათავისუფლდა ლიცენზიისაგან, ვალდებულია,  გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის შესაბამისი ფორმულით ერთ წელზე დაანგარიშებული თანხის ოდენობის ტოლფასი თანხა, გარდა ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.  ამასთან,  ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებითა და  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.“;

დ) მე-9 პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის რუკა − X და Y კოორდინატების მითითებით, გეოინფორმაციული სისტემების (shape)  ფაილებით;“;

ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი ვალდებულია, გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის, შესაბამისი ფორმულით, შესაბამის წელზე/წლებზე დაანგარიშებული თანხის ოდენობის ტოლფასი თანხა. ამასთან, ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს  წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.“;

ვ) მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად საჭირო, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის სახეობის, მოცულობის, ადგილმდებარეობის (X და Y კოორდინატების მითითებით − გეოინფორმაციული სისტემების (shape) ფაილებით) შესახებ;“;

ზ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი ვალდებულია, ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული საფასური, მაგრამ არანაკლებ „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით  დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა.“.

11.  77 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე