დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 120 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 83, 18/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380.050.000.10.003.000.761 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №120
2007 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2005 წ., №94, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 და 53 პუნქტები:
„52. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი არ აღემა-ტება 150 000 ლარს, ლიცენზია გაიცემა პრეტენდენტის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენიდან 7 დღის ვადაში.
53. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი აღემატება 150 000 ლარს, ლიცენზია გაიცემა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან 7 დღის ვადაში.“.
2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„61. ლიცენზიის მოქმედების ვადა
1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით ყველაზე ოპტიმალური ფასით სარგებლობის ლიცენზიის გადასაცემად ლიცენზიის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე. ეს ვადა გაითვალისწინება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას.
2. მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე ლიცენზიები გაიცემა არა უმეტეს 5 წლის ვადით.“.
3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე, რომელთა შესახებ გეოლოგიური ინფორმაცია მოპოვებულია სახელმწიფო სახსრებით და ინახება სსიპ – სივრცული ინფორმაციის ცენტრში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა 3-მეტრიანი სისქის პროდუქტიული შრის დამუშავების უფლებით. ლიცენზიის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია პროდუქტიული შრის დამუშავების სისქის გაზრდა.“.
4. დებულების 71 მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა
1. ლიცენზიის მფლობელი სამინისტროს მიმართავს ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, თუ:
ა) იცვლება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს ეს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღეში;
ბ) ხდება მთლიანი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისება. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, რომელსაც 3 დღეში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას;
გ) ლიცენზიის მფლობელისათვის წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა, რაც მისთვის წარმოშობს ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების წლიური მოცულობის შეცვლის საჭიროებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია 2007 წლის 1 აპრილამდე და რუკაზე მითითებული ლიცენზირებული ობიექტის კუთხეთა წვეროს X, Y კოორდინატები არ შეესაბამება ამავე რუკაზე დატანილი ობიექტის ადგილმდებარეობას, სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები