დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 130 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380050000.10.003.016803 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №130
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., მუხ. 1068) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა ან/და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიშვება მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ დებულების 31 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის ჩატარების ფორმაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. ელექტრონული ფორმით აუქციონი ტარდება სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდ www.eauction.ge-ს მეშვეობით:
ა) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით;
ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით.“.
2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
მუხლი 31. ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი
1. ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების შესწავლა ან/და სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზია საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში გაიცემა პირდაპირი წესით.
2 . ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღების მიზნით სააგენტოს წარუ დგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის მიღების შესახებ:
ა ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით;
ბ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის ლიცენზიის პირდაპირი წესით მისაღებად განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:
ა.ა) მონაცემები მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;
ა.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ფიზიკური პირის შემთხვევაში – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
ა.გ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობისას – კერძო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და მესაკუთრის თანხმობა ლიცენზიის გაცემის თაობაზე;
ბ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:
ბ.ა) მონაცემები მოსაპოვებელი რესურსის სავარაუდო სახეობის, სავარაუდო ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;
ბ.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ფიზიკური პირის შემთხვევაში – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
5. ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისათვის სააგენტო ადგენს:
ა) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;
ბ) დამატებით სალიცენზიო პირობებს ლიცენზიის მაძიებლისათვის.
6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, თუ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა ფასი არ იქნება დადგენილი.
7 . ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაფიქსირებული ლიცენზიის ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
8 . პირმა, რომელთან დაკავშირებითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის შესახებ, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ლიცენზიის ფასის გადახდამდე ან/და სალიცენზიო მოწმობის გაცემამდე შეიძლება განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები