დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 405 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380050000.10.003.018025 |
405
18/06/2014
ვებგვერდი, 20/06/2014
380050000.10.003.018025
,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,19. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარულ დღეში.“. 2. 31 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაფიქსირებული ლიცენზიის ფასის გადახდის დადასტურებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები