„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 465
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111212006, 12/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.016625
  • Word
465
08/12/2011
ვებგვერდი, 111212006, 12/12/2011
380050000.10.003.016625
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 465

2011 წლის 8 დეკემბერი

. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს  №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღი­სეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირო­ბების შე­სახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართვე­ლოს მთავრო­ბის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, 2005 წ., მუხ. 1068)  შე­ტა­ნილ იქნეს ცვლილება  და  ამ დადგენილებით  დამტკიცებული  დე­ბუ­ლების: 

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა (შემდგომში – ლიცენზიის გამცემი) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რე­სურ­სების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუ­ნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო „აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინი­სტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დად­გენილებით განსაზღვრულ შე­მთხვევაში – აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის ფინანსთა და ეკონო­მი­კის სამინისტრო.“.

2. მე-3 მუხლში:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა ან/და სასარგებლო წია­ღისეულის მოპოვება დაიშვება მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე. ლი­ცენზია გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონი ტარდება ელექტ­რო­ნული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის ჩატარების ფორმაზე გა­დაწყვე­ტილებას  იღებს  სააგენტო. ელექტრონული  ფორმით აუქცი­ო­ნი ტარ­დება სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction.ge-ს მეშვეობით:

ა) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუქციონი ცხადდება ლიცენზიის გამცემის ადმინისტრა­ცი­უ­ლი აქტით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია ლიცენზიის მაძიებლის განცხადება ან ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება.“;

გ) მე-6 , 61  და 62 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მიზნით ლიცენ­ზიის გამცემს წარუდგენს:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:

ა.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსა­პოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების შესახებ;

ა.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენი­ლი საბუთების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს;

ა.გ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერ­ძო სა­კუთრებაში არსებობისას – კერძო საკუთ­რების დამადასტუ­რე­­ბელ დო­კუმენტსა და მესაკუთრის თანხ­მობას ლიცენზიის გაცემის თაობა­ზე;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით ლი­ცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:

ბ.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსა­პოვე­ბელი რესურსის სავარაუდო სახეობის, სავარაუდო ადგილმდება­რეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ბ.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგე­ნი­ლი საბუთების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს.

61. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კონტინენტური შელ­ფის ნაწილზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში, რომლის მარაგების თაობაზე სააგენტოს არ გააჩნია დასაბუთებული ინ­ფორმაცია, ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მიზნით სააგენტოს წარუდგენს:

ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსა­პოვებელი რესურსის სავარაუდო სახეობის, სავარაუდო ადგილმ­დე­ბარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ბ) სალიცენზიო ობიექტის და სამთო მინაკუთვნის კონტურის სავარაუდო X და Y კოორდინატებისა და ფართობის მონაცემებს;

გ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს,  ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენი­ლი საბუთების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს.

62. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვებისათვის ლი­ცენ­ზია გაიცემა იმ სასარგებლო წიაღისეულ რესურსებზე, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება სააგენტოში, ასევე P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე, როგორიცაა შავი, ფერადი, კეთილ­შობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, აგრეთვე იმ შემთ­ხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი მიიჩნევს, რომ სააგენტოში და­ცული ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეული რესურსების თაობაზე არ ასახავს რეალობას და სურს ხელახლა შეისწავლოს იქ არსებული რესურსის სახეობა და რაოდენობა.“;

დ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის 71, 72 და 73 პუნქტები:

„71. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების დადგენილი წესით წარდგენის შემდგომ სააგენტო ამზადებს გეოსაინფორმაციო პაკეტს, რომელიც მოიცავს: განაცხადით გათვალისწინებული ტერი­ტო­რიის ფარგლებში წიაღით სარგებლობისათვის ოპტიმალური ტე­რი­ტორიის მონახაზს (სამთო და მიწის მინაკუთვნი); შესაბამის ტოპო­გრაფიულ რუკას და სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინ­ფორ­მაციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისო­ბრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით).

72. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების დადგენილი წესით წარდგენის შემდგომ სააგენტო ამზადებს გეოსაინფორმაციო პაკეტს, რომელიც მოიცავს: განაცხადით გათვალისწინებული ტერი­ტო­რიის ფარგლებში წიაღის შესწავლა-მოპოვებისათვის ოპტიმალური ტერიტორიის მონახაზს (გეოლოგიური მინაკუთვნი); შესაბამის ტოპო­გრაფიულ რუკას, ხოლო P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე, როგორიცაა შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, – ასევე სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინ­ფორ­მაციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვი­სობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით).

73. ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლი­ცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების დადგენილი წესით წარდ­გენის შემდგომ სააგენტო ამზადებს ტოპოგრაფიულ რუკას, რომელ­ზეც და­ტანილი იქნება სალიცენზიო ობიექტისა და სამთო მინაკუთ­ვნის კონ­ტურის X და Y კოორდინატები და ფართობი.“;

ვ) მე-8 და 81 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-10, მე-11 და 111 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

თ) მე-12–მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე ლიცენზიის გამცემი აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით, – ასევე სააგენტოს ინ­ტერ­ნეტგვერდზე ან ინტერნეტ­გვერდზე – www.eauction.ge, აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

13. აუქციონის გამართვამდე, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ლიცენზიის გამცემმა შეიძლება დაა­დ­გინოს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რაოდენობრივი, თვი­სობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომ­ლე­ბიც მტკიცდება ლიცენზიის გამცემის ინდივიდუალური ადმინი­სტ­რაციულ-სამართლებრივი აქტით.

14. აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლი­ცენზიის მაძიებელს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დად­გენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას, დააკ­მაყოფი­ლონ სარგებლობის ლიცენზიის გამცემის  ან/და საქართველოს მთავ­რო­ბის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

15. აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადება მიიღება აუქ­ციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. ლი­ცენზიის გამცემი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს განცხადე­ბების მიღების საბოლოო ვადას, რომელიც გამოქვეყნდება აუქციო­ნის შესახებ განცხადებასთან ერთად.“;

ი) მე-16 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„დ) ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ბეს ოდენო­ბის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს ადგენს საა­გენტო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;

კ) მე-18 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ლ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის და­მა­დასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.“;

მ) მე-20 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ნ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შე­საბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს სააგენტო კა­ნონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;

ო) დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი:

„22. მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გა­მოვლინებებზე, რომელთა შესახებ გეოლოგიური ინფორმაცია მოპოვე­ბულია სახელმწიფო სახსრებით და ინახება სააგენტოში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა 3-მეტრიანი სისქის პრო­დუქტიული შრის დამუშავების უფლებით. ლიცენზიის მაძიებლის მო­თხოვნის საფუძველზე შესაძლებელია პროდუქტიული შრის და­მუ­შა­ვების სისქის გაზრდა.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. საწყისი ფასი

1. აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართ­ვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს საა­გენტო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

2. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წე­სისაგან განსხვავებული ფასი და ანგარიშსწორების პირობები.“.

4. 61 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1. ლიცენზიის მოქმედების ვადას ლიცენზიის მაძიებლის გან­ც­ხა­დების საფუძველზე ან მის გარეშე განსაზღვრავს ლიცენზიის გამ­ცემი. ეს ვადა გაითვალისწინება აუქ­ციონის საწყისი ფასის განსაზღვ­რისას.“.

5. მე-7 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის:

ა.ა)  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„ა) იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენ­ზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწი­ნე­ბული სასარ­გებ­ლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცუ­ლობა, იგი ვალდე­ბულია ლიცენზიის გამცემს მიმართოს განცხა­დებით ლიცენზიის გა­უქმების თაობაზე;“;

ა.ბ)  „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ) „გ“–„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე წიაღით სარ­გებ­ლობისას ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ხე-ტყის მოჭრამდე ხე-ტყისათვის კომპენსაციის სახით ტყეკაფის გადა­ბარებიდან 1 თვის ვადაში გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მო­საკრებლების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნით ტყის მერქნიან სა­ხეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიის მერქნული რე­სურ­სისათვის გან­საზღვ­რული მოსაკრებლის ხუთმაგი ოდენობა;

დ) ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გა­­მო­მდინარე და ამ დებულების მე-3 მუხლის 61 პუნქტით გათვა­ლის­წი­ნებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავ­რო­ბას­­­თან შეთანხმებით, ლი­ცენზიის გამცემი წინასწარ განსაზღვრავს ლიცენზიის გამ­ცემ­­­სა და ლი­ცენზიის მფლობელს შორის სასარგებლო წიაღი­სე­უ­ლის წილობრივი განაწილების პრინციპებსა და პირობებს, რომ­­­ლე­ბიც ქვეყნდება აუქ­ციონის გამართვის შესახებ გან­ცხა­დე­ბა­­ში;

ე) ამ დებულების მე-3 მუხლის 61 პუნქტით გათვა­ლისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის მო­პო­ვება დაიწყოს საქმია­ნობის შესახებ წარდგენილ გარე­მოზე ზემოქმედების შეფასების ან­გარიშზე (რომელიც ასევე უნდა შეიცავდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპო­ვების ტექნოლოგიური ციკლის აღწერას და ტექნოლოგიურ სქე­მას) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დადებითი დასკ­ვნის გა­ცემისა და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკი­ცების შემდეგ;“;

ა.დ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამ დებულების მე-3 მუხლის 61 პუნქტით გათვა­ლისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის მა­რა­გების დამტკიცებამდე ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის გამცემის თანხმობის გა­რეშე დაუშვებელია ლიცენზიის მთლი­ანად ან ნაწილობრივ გასხვ­ი­სება/გადაცემა;“;

ა.ე) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გან­საზღვ­რული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა მარაგების დამ­ტ­კიცების თაობაზე სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმ­წიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმის გაფორმების დღი­დან და გადახდისას გამოიყენება „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგა­რიშ­სწორების წესის შესახებ დე­ბულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების მინი­სტ­რის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცე­ბული დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუ­ნქტით გათვალის­წინებული წესი;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეს­რულების კონტროლს ახორციელებს სააგენტო.“.

6. 71 მუხლის პირველი – მე‑3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რე­­და­ქციით:

„1. ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის გამცემს მიმართავს ლი­ცენზიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, თუ:

ა) იცვლება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართ­ველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის­წი­ნებული მო­ნაცემები. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდე­ბუ­ლია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს აღნიშნული და წა­რუ­დგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების გან­­ხორ­ცი­ე­ლებიდან 7 დღეში;

ბ) ხდება მთლიანი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისება. აღ­ნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შესაბა­მისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, რომელსაც 3 დღეში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სა­ლიცენზიო მოწმობას;

გ) ლიცენზიის მფლობელისათვის წარმოიქმნა არსებითად განსხ­ვავებული მდგომარეობა, რაც მისთვის წარმოშობს ლიცენზიით გათვა­ლის­წინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების წლიური მოცუ­ლობის შეცვლის საჭიროებას.

11. ამ დებულების მე-3 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაცემულ ლიცენზიაში მოსაპოვებელი სასარგებლო წია­ღისეულის მოცულობის მითითების მიზნით ლიცენზიაში ცვლილება შეტანილი უნდა იქნეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე საბოლოო დასკ­ვნის გაცემიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

12. მე-3 მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაცემულ ლიცენზიაში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მო­ცუ­ლობის მითითების მიზნით ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზი­აში ცვლილება შეტანილი უნდა იქნეს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათ­ვა­­ლისწინებული თანხის გადახდიდან არა უგვიანეს 30 კალენდა­რული დღისა.

2. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია 2007 წლის 1 აპრი­ლამდე და რუკაზე მითითებული ლიცენზირებული ობიექტის კუთ­ხეთა წვეროს X, Y კოორდინატები არ შეესაბამება ამავე რუკაზე და­ტანილი ობიექტის ადგილმდებარეობას, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

3. ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ ლიცენზიის გამ­ცემის მიერ  საჭიროებისას გაიცემა ახალი სალიცენზიო მოწმობა, ხო­ლო ძველი სალიცენზიო მოწმობა ექვემდებარება ლიცენზიის გამცემი­სათვის დაბრუნებას.“.

7. 73 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრუ­ლად წარდგენიდან 3 დღეში ლიცენზიის გამცემს შეაქვს ცვლი­ლებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას (ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის იჯარით გადა­ცემის შემთხვევაში ახალი სალიცენზიო მოწმობა არ გაიცემა).“.

8. 75 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნება­რთ­ვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მოქმედი კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4  და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია ლიცენ­ზიის მა­ძიე­ბლის განაცხადის საფუძველზე, რომელსაც ლიცენ­ზიის გაცემამდე ლიცენზიის გამცემთან არ წარუდგენია ლიცენზიით გათვალისწი­ნებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არ­სე­ბობის დამადასტუ­რებელი დოკუმენტი (თუ ლიცენზიის მაძიე­ბელს ასეთი ვალდე­ბულება გააჩნდა ლიცენზიის მიღებისას), და ლიცენზიის მოქმედების პერიოდში აღმოჩნდა, რომ ლიცენზიის გაცემის მომენტამდე ტერი­ტორია იმყოფება კერ­ძო საკუთრებაში, ლიცენზიის გამცემი უფ­ლება­მოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლი­­­ცენ­ზიის გაუქმების თაობაზე.

5. ამ დებულების მე-3 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ლიცენზიატმა წარადგინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელზეც საქართველოს გარემოს დაცვის სამი­ნისტრომ გასცა უარყოფითი დასკვნა, ლიცენზიის გამცემი იღებს გა­და­წყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.“.

9. 76 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. მე-8 მუხლის:

ა) მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიების გაუქმებას შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პირობების საფუძველზე ახორ­ციელებს უშუალოდ სააგენტო.

 21. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიებში შესაბამისი ცვლი­ლე­ბების შეტანას ახორციელებს სააგენტო ამ დებულების შესაბამისად.

3. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფორმა მტკი­ცდება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

4. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამი­ნისტროს თანხმობის გარეშე დაუშვებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა იმ ტერიტორიებზე, რომელთა კოორ­დინატებიც, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების გათვალისწინებით, დამტკიცებულია საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ინდივი­დუა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

 მუხლი 2. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

1. ამ დადგენილების ამოქმედებამდე „სასარგებლო წიაღისეუ­ლის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებუ­ლების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების საფუძველზე გამოცემული სამა­რთ­­ლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და მათში ცვლი­ლე­ბის შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფ­ლებამო­სილება გააჩნია შესაბამის უფლებამონაცვლე ადმინისტრა­ციულ ორ­განოს.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                                ნ. გილაური