დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380050000.10.003.019136 |
|
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის 24-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 74 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მშენებლობის პროცესში გამოსაყენებლად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან შეიძლება გათავისუფლდეს პირი, მხოლოდ: ა) საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით დაფინანსებული პროექტების განსახორციელებლად, მშენებლობის, ნაპირფორმირების პროცესების მართვის და/ან მდინარეთა რეგულირების მიზნით; ბ) თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მშენებლობის მიზნით; გ) კანონიერ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების ტერიტორიაზე და ამავე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიზნით.“. 3. 74 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე, სამინისტროს შუამდგომლობით, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.“. 4. 74 მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაინტერესებული პირის შუამდგომლობას უნდა დაერთოს სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.“. 5. 74 მუხლის 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ერთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლება დაიშვება, მხოლოდ 200 000 (ორასი ათასი) მ3-მდე მოცულობის ფარგლებში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ შემთხვევაში, ერთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლება დაიშვება სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით გათვალისწინებული ოდენობით.“. 6. 74 მუხლის 14 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ამ დებულების 74 მუხლის 21 და 22 პუნქტების მე-2 წინადადებით განსაზღვრული განსხვავებული გადასახდელი თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, დასაბუთებული ინფორმაცია ლიცენზიისგან გათავისუფლებისათვის განსხვავებული გადასახდელი თანხის დადგენის ეკონომიკური და ფინანსური ეფექტიანობის შესახებ.“. 7. 74 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია, საშენი მასალების მოპოვებითი სამუშაოები შეასრულოს ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 თვისა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ შემთხვევაში, ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია, საშენი მასალების მოპოვებითი სამუშაოები განახორციელოს ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.“. 8. 74 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. პირი, რომელიც გათავისუფლდა ლიცენზიისაგან, ვალდებულია, გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის შესაბამისი ფორმულით ერთ წელზე დაანგარიშებული თანხის ოდენობის ტოლფასი თანხა, გარდა ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთან, სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.“. 9. 74 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირი სამინისტროს შუამდგომლობით და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იხდის მოსაპოვებელი რესურსის საბაზრო პრინციპების გათვალისწინებით დაანგარიშებულ საფასურს. საბაზრო ფასის დაანგარიშებისას გამოყენებულ უნდა იქნეს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით გათვალისწინებული საექსპერტო მომსახურების გამწევი ერთ-ერთი პირის მიერ გაცემული დასკვნა. საფასურის დაანგარიშებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის ლიცენზიისგან გათავისუფლებით დაინტერესებული პირი. ამასთან, სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.“. 10. 74 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირი ვალდებულია, მოპოვებული ინერტული მასალა, რომელიც არ სჭირდება ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად დაასაწყობოს სამინისტროსთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები