,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 250
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.017870
250
26/03/2014
ვებგვერდი, 26/03/2014
380050000.10.003.017870
,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №250

2014 წლის 26 მარტი

   ქ. თბილისი

,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

          ,,41. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არსებობს ლიცენზიის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მიმართავს საქართველოს მთავრობას, აუქციონის გამოცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი