„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.017195
31
15/02/2013
ვებგვერდი, 19/02/2013
380050000.10.003.017195
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №31

2013 წლის 15 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დად­გე­ნი­ლე­ბით (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1068) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ამ დებულების მე-3 მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებულ შემ­თხ­ვე­ვაში ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება მხოლოდ, შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით ან  73 მუხლის  31 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის შემდეგ;“.

2. 73 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

 „31. მე-3 მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლი­ცე­ნ­ზი­ის მფლობელის მიერ მარაგების დამტკიცებამდე ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის ნაწილის გამსხვისებელი (ლიცენზიის იმ ნაწილის ფარგლებში, რომელიც ამ უკანასკნელს რჩება) და ლიცენზიის ნაწილის მიმღები (ლიცენზიის იმ ნაწილის ფარგლებში, რომელიც ამ უკანასკნელს გადაეცემა) ვალდებულნი არიან მარაგების დამტკიცების შემდეგ გადაიხადონ „სარ­გებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებ­ლობის ლიცენ­ზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშ­სწო­რების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკო­ნომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძა­ნებით დამტკიცებული დებუ­ლე­ბის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათ­ვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაან­გარი­შებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამს გამო­კლებული M კოეფიციენტის გამოანგარიშების შედეგად მიღებული თანხა, თუ M კოეფიციენტის გამოანგარიშების შედეგად მიღებული თანხა ნაკლებია ამავე პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამზე. M კოე­ფი­ციენტი გამოიანგარიშება ფორმულით - M =A/B x C, სადაც:

 ა) A - არის ლიცენზიის გაცემისას აუქციონზე შემოთავაზებული ბოლო ფასი;

 ბ) B - არის აუქციონზე გატანილი სალიცენზიო ფართობი;

 გ) C -არის ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შედეგად ლიცენზიის ნაწილის გამსხვისებლისთვის ან ლიცენზიის ნაწილის მიმღებისათვის განკუთვნილი სალიცენზიო ფართობი.“.

3. 75 მუხლის  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიანტი დაარღვევს ამ დებულების მე-7 მუხლის  პირველი პუნქტის „თ” – „ლ” ქვე­პუნქ­ტებითა და  73 მუხლის  31 პუნ­ქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ პირობას, ძალადაკარგუ­ლად ცხადდება ლი­ცე­ნზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტი­ლება ლიცენზიის გაცემის ან გადა­ცე­მის თაობაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი