,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 180
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 130, 04/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 380.050.000.10.003.001.125
  • Word
180
03/09/2008
სსმ, 130, 04/09/2008
380.050.000.10.003.001.125
,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №180

2008 წლის 3 სექტემბერი

 ქ. თბილისი

,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დებულების მე-3 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ განაცხადს შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელიც:

ა) ლიცენზიის მაძიებლის განაცხადის საფუძველზე სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მეშვეობით არჩევს განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღით სარგებლობისათვის ოპტიმალურ ტერიტორიას, ამზადებს შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკას, სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას და სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას;

ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებს წიაღით სარგებლობისათვის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით;

გ) იხილავს ტოპოგრაფიული რუკით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მიწის მინაკუთვნის დაწესების საკითხს.

9. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ამ მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებულ წინადადებებსა და მონაცემებს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის შესახებ უგზავნის სამინისტროს და აცხადებს თანხმობას ტოპოგრაფიული რუკით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მიწის მინაკუთვნის დაწესების თაობაზე.“;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 და 112 პუნქტები:

,,111. თუ ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა აუქციონის ჩაშლით, იმავე ობიექტზე აუქციონის ხელმეორედ გამოცხადებისას ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციულ წარმოებაში არ რთავს ამ მუხლითა და 41 მუხლით განსაზღვრულ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს.

112. იმ შემთხვევაში, თუ 2008 წლის 1 ივნისამდე ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა აუქციონის ჩაშლით, იმავე ობიექტზე აუქციონის ხელმეორედ გამოცხადების შემთხვევაში გამარჯვებულზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება.“;

გ) მე-3 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,18. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხოს აღნიშნული პირების მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასური.“;

დ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე, რომელთა შესახებ გეოლოგიური ინფორმაცია მოპოვებულია სახელმწიფო სახსრებით და ინახება სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა 3-მეტრიანი სისქის პროდუქტიული შრის დამუშავების უფლებით. ლიცენზიის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია პროდუქტიული შრის დამუშავების სისქის გაზრდა.“;

ე) 74 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ შუამდგომლობას უნდა დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე