დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 174 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 80, 06/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №174
2010 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის 62 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„62. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვებისათვის ლიცენზია გაიცემა იმ სასარგებლო წიაღისეულ რესურსებზე (გარდა ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ასევე P კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულზე (გარდა ქვიშის, ხრეშის, კაჭარ-კენჭნარის, ღორღის, ლოდნარის, კონგლომერატების, ვულკანური წიდის, ორგანოგენულ-საკირე კირქვის, ქვიშაქვის, ტუფობრექჩის, თიხნარის, ღორღისა და ხვინჭისა შემავსებლით (სამთო ბალასტი), თიხების სააგურე-საკრამიტე და ტექნიკური წყლისა), აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი მიიჩნევს, რომ სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაცული ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეული რესურსების თაობაზე არ ასახავს არსებულ რეალობას და სურს ხელახლა შეისწავლოს იქ არსებული რესურსის სახეობა და რაოდენობა.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები