„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 386
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111012024, 13/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.016546
  • Word
386
08/10/2011
ვებგვერდი, 111012024, 13/10/2011
380050000.10.003.016546
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება 386

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის           11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართვე­ლოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება სასარგებლო წიაღი­სეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირო­ბების შე­სახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართვე­ლოს მთავრო­ბის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, მუხლი 1068) და ამ დად­გენილებით დამტკიცებული დებულების:

1. 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. სამთო, გეოლოგიური და მიწის მინაკუთვნების დაწესება

1. წიაღის ის უბნები, რომლებიც გაცემულია ან შეიძლება გაიცეს სარ­გებ­ლობაში, წარმოადგენენ წიაღით სარგებლობის ობიექტებს. წიაღით სარ­გებ­ლობის ობიექტებს უწესდებათ შესაბამისად სამთო, გეოლოგიური ან მი­წის მინაკუთვნი. გადაწყვეტილებას წიაღით სარგებლობის ობიექტისათვის შესაბამისად სამთო, გეოლოგიური ან მიწის მინაკუთვნის დაწესების თაო­ბა­ზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს ლი­ცენ­­ზიის გამცემი.

2. დაწესებული მიწის მინაკუთვნი სსიპ ბუნებრივი რესურსების საა­გენ­ტოს მიერ შეიტანება წიაღის სახელმწიფო ფონდში და აღირიცხება (რე­გისტრირდება), როგორც წიაღის ფონდის მიწები. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის ობიექტებისათვის და­წესებული მიწის მინაკუთვნის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ხორ­ცი­ელ­დება ლიცენზიის გამცემის მიმართვისა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.“.

2. 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8, მე‑9 და მე-10 პუნქ­ტე­­ბი:

„8. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია მისთვის ლიცენზიით გამოყო­ფი­ლი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას­თან ერთად განახორციელოს წიაღის შესწავლა. ლიცენზიის მფლობელი შეს­წავ­ლის შედეგად გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შესწავლის მასალებს დადგენილი წესით წარუდგენს სასარგებლო წიაღისეუ­ლის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორის კომისიას.

9. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სტადიაზე ლიცენზიის მფლო­ბელის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადა­წყ­ვე­ტილებით, შესაძლებელია ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წია­ღი­სეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიით გათვალის­წი­ნე­ბული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის გაზრდა სა­სარ­გებლო წიაღისეულის დამტკიცებული მარაგების ფარგლებში.

10. ამ მუხლის მე‑9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენ­ზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ, ლიცენ­ზიის მფლობელი ვალდებულია, მოსა­პოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე, ლიცენ­ზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში, გადაიხადოს „სარ­გებლობის ლი­ცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებ­ლობის ლიცენ­ზიის გა­ცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშ­სწო­რების წესის შესახებ დე­ბუ­ლების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკო­ნომიკური განვითარე­ბის მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძა­ნებით დამტკიცებული დებუ­ლე­ბის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენ­ზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაან­გარი­შებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, ხოლო თუ დაანგარიშებული თანხა შეადგენს 10 000 ლარზე ნაკლებს, გადასახდელი თანხა განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენო­ბით. ამასთან, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს განსხ­ვა­ვებული გადასახდელი თანხის ოდენობა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური