„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 225
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.019290
225
20/05/2016
ვებგვერდი, 24/05/2016
380050000.10.003.019290
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №225

2016 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის  გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს  მთავრობის  2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-11-მე-14 პუნქტები:

„11. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ განსახორციელებელი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №655 განკარგულებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, პროექტის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამინისტროს ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შუამდგომლობით, სამინისტროს წარუდგინოს განცხადება ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობისათვის საჭირო მყარი სასარგებლო წიაღისეულის (სამშენებლო მასალები) მოპოვებისათვის ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ. განცხადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას/დოკუმენტაციას:

ა) ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად საჭირო, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის სახეობის, მოცულობის, ადგილმდებარეობის (X და Y კოორდინატების მითითებით) შესახებ;

ბ) ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად საჭირო სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების    სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის  ასლები, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ნაწილში;

გ) წიაღითსარგებლობის ტერიტორიაზე კერძო საკუთრების არარსებობის შესახებ (ან/და ტერიტორიის ან მისი ნაწილის კერძო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში - წარდგენილი უნდა იქნეს მესაკუთრის თანხმობა).

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ განცხადებით მოთხოვნილ წიაღითსარგებლობისთვის გათვალისწინებულ ტერიტორიაზე შესაძლებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, სააგენტო ამზადებს შესაბამის გეოსაინფორმაციო პაკეტს. სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის საფუძველზე, სამინისტროს შუამდგომლობით, პირის გარკვეული ვადით ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი ვალდებულია, ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის, ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული საფასური, მაგრამ არანაკლებ „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა.

14. ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია, ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი