,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word
,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 169
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 114, 18/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
169
18/09/2009
სსმ, 114, 18/09/2009
000000000.00(0).000.000000
,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №169

2009 წლის 18 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კონტინენტური შელფის ნაწილზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში, რომლის მარაგების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს არ გააჩნია დასაბუთებული ინფორმაცია, ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მიზნით სამინისტროს წარუდგენს:

ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სავარაუდო სახეობის, სავარაუდო ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ბ) სალიცენზიო ობიექტის და სამთო მინაკუთვნის კონტურის სავარაუდო X და Y კოორდინატებისა და ფართობის მონაცემებს;

გ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერებს, ხოლო ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელ, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლებს. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.“.

2. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ განაცხადს, გარდა ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელიც:

ა) ლიცენზიის მაძიებლის განაცხადის საფუძველზე სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მეშვეობით არჩევს განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღით სარგებლობისათვის ოპტიმალურ ტერიტორიას, ამზადებს შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკას, სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას და სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებს წიაღით სარგებლობისათვის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით;

გ) იხილავს ტოპოგრაფიული რუკით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მიწის მინაკუთვნის დაწესების საკითხს.“.

3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

 „81. ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტრო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში რთავს დაინტერესებულ უწყებებს. ამასთან, ამ მუხლის 61 პუნქტით წარდგენილ განცხადებას სამინისტრო უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელიც სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მეშვეობით ამზადებს 5 ცალ ფერად ტოპოგრაფიულ რუკას, რომელზეც დატანილი იქნება სალიცენზიო ობიექტისა და სამთო მინაკუთვნის კონტურის X და Y კოორდინატები და ფართობი. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხოს ფერადი ტოპოგრაფიული რუკის დამზადებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასური.“.

4. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ „ე“ „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„დ) ამ დებულების მე-3 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე ვალდებულია დაიცვას ლიცენზიის გამცემსა და ლიცენზიის მფლობელს შორის სასარგებლო წიაღისეულის წილობრივი განაწილების პრინციპები და პირობები, რომელთაც წინასწარ განსაზღვრავს სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც ქვეყნდება აუქციონის გამართვის შესახებ განცხადებაში;

ე) ამ დებულების მე-3 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიწყოს საქმიანობის შესახებ წარდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე (რომელიც ასევე უნდა შეიცავდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ტექნოლოგიური ციკლის აღწერას და ტექნოლოგიურ სქემას) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადებითი დასკვნის გაცემისა და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების შემდეგ;

ვ) თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადებითი დასკვნა გაცემულია პირობით, აღნიშნული პირობა არის ლიცენზიანტის სალიცენზიო პირობა და მისი შესრულება სავალდებულოა ლიცენზიაატის მიერ;

ზ) ამ დებულების მე-3 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებამდე ლიცენზიის მფლობელის მიერ სამინისტროს თანხმობის გარეშე დაუშვებელია ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გასხვისება/გადაცემა.“.

5. 71 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. ამ დებულების მე-3 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე გაცემულ ლიცენზიაში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის მითითების მიზნით ლიცენზიაში ცვლილება შეტანილ უნდა იქნეს მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ. ლიცენზიანტი ვალდებულია სამინისტროს მიმართოს ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, მარაგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა.“.

6. 75 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. ამ დებულების მე-3 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ლიცენზიანტმა წარადგინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელზეც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გასცა უარყოფითი დასკვნა, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.“.

    მუხლი 2.

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური