დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380050000.10.003.023268 |
60
08/02/2022
ვებგვერდი, 10/02/2022
380050000.10.003.023268
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 74 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„74. ამ მუხლის 71, 72 და 73 პუნქტებით გათვალისწინებული გეოსაინფორმაციო პაკეტი/ტოპოგრაფიული რუკა (გარდა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწისქვეშა მტკნარი წყლის (სამეწარმეო დანიშნულებით) ობიექტთან დაკავშირებით მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტისა) ეგზავნებათ შესაბამის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლიცენზიის გამცემთან პოზიციის (დასკვნის) 10 დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, საკითხი ითვლება შეთანხმებულად.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები