,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 235
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 174, 05/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 380.050.000.10.003.001.180
  • Word
235
03/12/2008
სსმ, 174, 05/12/2008
380.050.000.10.003.001.180
,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №235

2008 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2005 წ., №94, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 21 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჟ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სადაც 1 ჰა-ზე არსებული მერქნული რესურსის მარაგი აღემატება 50 მ3-ს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს მიწისქვეშა გამონამუშევრებით.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,19. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასი არ აღემატება 500 000 ლარს, ლიცენზია გაიცემა პრეტენდენტის მიერ აღნიშნული თანხისა და ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

20. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასი აღემატება 500 000 ლარს, ლიცენზია გაიცემა ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.“.

2. დადგენილება, გარდა პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დადგენილების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 5 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი