დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 546 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380050000.10.003.023102 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა საგანგებო მდგომარეობის ან პანდემიის გამო შეუძლებელი გახდა ან გართულდა, შესწავლის ვადის დამატებით განსაზღვრაზე ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, ლიცენზიის გამცემის ინიციირებისა და სამინისტროს წარდგინებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის გამცემს მიმართავს არაუგვიანეს 2022 წლის 31 იანვრისა. ამასთან, შესწავლისთვის დამატებით გამოყოფილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები