„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.019169
105
26/02/2016
ვებგვერდი, 01/03/2016
380050000.10.003.019169
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №105

2016 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს  მთავრობის  2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, 94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„კ) ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმის დამტკიცების თაობაზე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის კანონმდებლობით დადგენილი  წესით ოფიციალურად გაცნობიდან და განისაზღვრება 15 დღის ვადით. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია, სააგენტოსთან შეთანხმებით, ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდა განახორციელოს განწილვადებით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

კ.ა) არაუგვიანეს 3 თვის ვადაში დაფაროს თანხის არანაკლებ 35%;

კ.ბ) არაუგვიანეს 6 თვეში დაფაროს თანხის არანაკლებ 70%;

კ.გ) არაუგვიანეს ერთ წელიწადში დაფაროს თანხის 100%.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი