„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 542
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.019608
542
09/12/2016
ვებგვერდი, 13/12/2016
380050000.10.003.019608
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №542

2016 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ III, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და:  

1. დებულების 74 მუხლის 14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამინისტროს ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი პროექტის შემთხვევაში − სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის შუამდგომლობა, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ ინფორმაციას განსახორციელებელი პროექტის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისა და განმცხადებლის ლიცენზიისგან გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ;“.

2. დებულების 74 მუხლის 14 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამ მუხლის 21 და 22 პუნქტებით განსაზღვრული განსხვავებული გადასახდელი თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, დასაბუთებული ინფორმაცია ლიცენზიისგან გათავისუფლებისათვის განსხვავებული გადასახდელი თანხის დადგენის ეკონომიკური და ფინანსური ეფექტიანობის შესახებ, ხოლო მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი პროექტის შემთხვევაში, ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის განსხვავებული გადასახდელი თანხის მოთხოვნისას − დასაბუთებული ინფორმაცია განსხვავებული გადასახდელი თანხისა და განსახორციელებელი პროექტისთვის გამოყოფილი სახსრებიდან სასარგებლო წიაღისეულის (საშენი მასალა) შეძენისთვის გათვალისწინებული თანხის შესაბამისობის შესახებ.“.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 78 მუხლი:

მუხლი 78. თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლება

1. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ტრადიციული არქიტექტურის ინფრასტრუქტურული შენობა/ნაგებობების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, დაინტერესებული პირების შესაბამისი საშენი მასალით (ფიქალის ქვა) უზრუნველსაყოფად, მხოლოდ აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე გამოსაყენებლად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან არა უმეტეს 3 წლის ვადით შეიძლება გათავისუფლდეს თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანო.                            

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანოს განცხადების საფუძველზე, სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტით დადგენილი პირობებით, სამინისტროს შუამდგომლობით, ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

3. ამ მუხლის საფუძველზე ლიცენზიისაგან გათავისუფლებაზე არ ვრცელდება ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის თანხის გადახდის ვალდებულება. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი იხდის მხოლოდ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

4. თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანო ამ მუხლის საფუძველზე მოპოვებულ სასარგებლო წიაღისეულს, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ტრადიციული არქიტექტურის ინფრასტრუქტურული შენობა/ნაგებობების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის განმახორციელებელ პირებზე გასცემს შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის (რემონტის შემთხვევაში − შესაბამისი პროექტის) ან  მშენებლობის ნებართვის  საფუძველზე.

5. თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანო სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს კვარტალში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას ამ მუხლის საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების (მათ შორის, მოპოვებული და გაცემული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის) შესახებ.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი