საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 257
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
257
29/08/2019
ვებგვერდი, 30/08/2019
230210000.22.033.017230
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/08/2019 - 10/10/2019)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №257

2019 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:
1. ინსტრუქცია „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ (დანართი №1).
2. ინსტრუქცია „საბაჟო კონტროლის შესახებ“ (დანართი №2).
3. ინსტრუქცია „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ (დანართი №3).
4. ინსტრუქცია  „გარანტიის შესახებ“ (დანართი №4).
5. ინსტრუქცია „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ (დანართი №5).
6. ინსტრუქცია „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ (დანართი №6).
7. ინსტრუქცია „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ (დანართი №7).
8. ინსტრუქცია „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ (დანართი №8).
9. ინსტრუქცია „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ (დანართი №9).
10.  ინსტრუქცია „თავისუფალი ზონის პროცედურის შესახებ“ (დანართი №10).
11. ინსტრუქცია „დროებითი შემოტანის პროცედურის შესახებ“ (დანართი №11).
12. ინსტრუქცია „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ (დანართი №12).
13. ინსტრუქცია „შიდა გადამუშავების პროცედურის შესახებ“ (დანართი №13).
14. ინსტრუქცია „გარე გადამუშავების პროცედურის შესახებ“ (დანართი №14).
15. ინსტრუქცია „ექსპორტის პროცედურის შესახებ“ (დანართი №15).
16. ინსტრუქცია „რეექსპორტის შესახებ“ (დანართი №16).
17. ინსტრუქცია „მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის შესახებ“ (დანართი №17).
18. ინსტრუქცია „საქონლის განკარგვის შესახებ“ (დანართი №18).
19. დეკლარირების კლასიფიკატორი (დანართი №19).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და №2-II-01 – №2-II-03 დანართებისა, „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
მუხლი 4
ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი და №2-II-01 – №2-II-03 დანართები ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 5
ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტი და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 11 სექტემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი კაკაურიძე
17. 29/06/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 144 - ვებგვერდი, 30/06/2020 16. 24/06/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 141 - ვებგვერდი, 25/06/2020 15. 01/06/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 122 - ვებგვერდი, 02/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 14/05/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 113 - ვებგვერდი, 15/05/2020 13. 01/05/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 103 - ვებგვერდი, 04/05/2020 12. 28/04/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 98 - ვებგვერდი, 29/04/2020 11. 10/04/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 94 - ვებგვერდი, 13/04/2020 10. 06/04/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 92 - ვებგვერდი, 07/04/2020 9. 11/02/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 39 - ვებგვერდი, 13/02/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 31/12/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 427 - ვებგვერდი, 31/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 27/12/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 420 - ვებგვერდი, 27/12/2019 6. 27/12/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 419 - ვებგვერდი, 27/12/2019 5. 27/12/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 418 - ვებგვერდი, 27/12/2019 4. 27/12/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 417 - ვებგვერდი, 27/12/2019 3. 06/12/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 373 - ვებგვერდი, 09/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 31/10/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 332 - ვებგვერდი, 01/11/2019 1. 10/10/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 309 - ვებგვერდი, 11/10/2019
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.