დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 62 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017459 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:
1. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 10 190 01 და 2201 10 190 02 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებული, არანაკლებ 100 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის ექსპორტის შემთხვევაში − შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი: მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი;“. 2. „ექსპორტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №15) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საბაჟო გამშვებ პუნქტში სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო დოკუმენტის (შემდგომში – სდ) წარდგენით (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა). ამასთან, თუ საქონლის ექსპორტი ექვემდებარება აკრძალვებს და შეზღუდვებს, შესაბამისი დოკუმენტები საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება სასაქონლო ზედნადებთან/სდ-სთან ერთად, ხოლო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 10 190 01 და 2201 10 190 02 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებულ, არანაკლებ 100 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე აგრეთვე წარედგინება შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი: მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი;“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები