„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 298
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2022
ძალაში შესვლის თარიღი 19/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017617
298
31/08/2022
ვებგვერდი, 01/09/2022
230210000.22.033.017617
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №298

2022 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით, სსიპ – შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, გარდა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისათვის – ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას 68ა/სიმონ ჩიქოვანის №2.“;

ა.ბ) მე-6 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას 68ა/სიმონ ჩიქოვანის №2.“;

ბ) 45-ე მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-14 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, როდესაც კონტროლი ხორციელდება დეკლარანტის წერილობითი განცხადების შესაბამისად, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტის საფუძველზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას – საბაჟო დეკლარაციაში ან/და რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ.“.

3. „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6):

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის დროებით შენახვა შესაძლებელია საბაჟო საწყობში, საბაჟო ორგანოს საწყობში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისა) ან შენახვის სხვა ადგილზე, სადაც არსებობს საქონლის შენახვის შესაბამისი პირობები.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დროებით შენახვის დეკლარაცია ივსება ელექტრონულად, ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესის შესაბამისად, „eCustoms“-ის გამოყენებით, „eCustoms“-ში დაშვებული პირის (დეკლარანტი ან საბაჟო საწყობის მფლობელი, ან წარმომადგენელი) მიერ, აგრეთვე საბაჟო ორგანოს მიერ, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დროებით შენახვის დეკლარაციის შევსების თაობაზე.“.

4. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) მე-5 მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „eCustoms“-ში.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „eCustoms“-ში.“;

ბ) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

მუხლი 51. ცენტრალიზებულ გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობები

1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 93-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენისა და საქონლის გაფორმების სხვადასხვა ადგილზე განხორციელება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან (შემდგომში – ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი) ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონული ფორმით, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით;

ბ) საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსებასა და დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დერეფნის შერჩევას უზრუნველყოფს საბაჟო გამშვები პუნქტი ან საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ განსაზღვრული გაფორმების ორგანო), მწვანე ან ლურჯ დერეფანში მოხვედრილი დეკლარაციების, აგრეთვე მხოლოდ იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის გამო ყვითელ დერეფანში მოხვედრილი საბაჟო დეკლარაციების დასრულებას უზრუნველყოფს ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“;

გ) საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით საქონლის წარდგენა შესაძლებელია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისა), საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე, ხოლო წინასწარ დეკლარირებული საქონლის წარდგენა – აგრეთვე საბაჟო გამშვებ პუნქტში;

დ) წითელ ან ყვითელ დერეფანში მოხვედრილი საბაჟო დეკლარაციის (გარდა მხოლოდ იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის გამო ყვითელ დერეფანში მოხვედრილი საბაჟო დეკლარაციისა) ან რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ საქონლის გაფორმებისა და გამოყენებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის დასრულებას უზრუნველყოფს შესაბამისი გაფორმების ეკონომიკური ზონა (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისა) ან გაფორმების განყოფილება.

3. ეს მუხლი არ ვრცელდება თავისუფალ ზონაში შესატან ან თავისუფალი ზონიდან გასატან საქონელზე.“;

გ) მე-13 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“;

გ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტისთვის თხოვნით მიმართვა შესაძლებელია:

ა) ელექტრონული ფორმით – ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან შესაბამისი განცხადებისა და საბაჟო პროცედურისათვის/რეექსპორტისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენით;

ბ) მატერიალური ფორმით (წინასწარ დეკლარირების შემთხვევაში მხოლოდ თავისუფალ ზონაში შესატან საქონელზე) – გაფორმების საბაჟო ორგანოში (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისა) საბაჟო პროცედურისათვის/რეექსპორტისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენით. ამ შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „საბაჟო ორგანოში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის“ (დანართი №8-III-04) შევსებას, რომელიც დაერთვება წარმოდგენილ დოკუმენტებს და მოწმდება დეკლარანტის ხელმოწერით ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.“;

გ.გ) მე-11 და მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ.დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. საქონლის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან, ამ მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დოკუმენტების ელექტრონულად წარდგენის მომენტიდან, ხოლო ამ მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „საბაჟო დეპარტამენტში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის“ დამოწმების მომენტიდან, საქონელი ჩაითვლება გაცხადებულ საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირებულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე თავისუფალი ზონის პროცედურაში დეკლარირების მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან გასულია 45 კალენდარული დღე.“;

დ) მე-14 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეკლარანტის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების საფუძველს და დეკლარანტთან არსებული საქონლის საბაჟო დეკლარაციის ეგზემპლარი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია ამ ინსტრუქციის 51 მუხლის ან მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებულ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა).“;

დ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია ამ ინსტრუქციის 51 მუხლის ან მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებულ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულებები წარედგინება ელექტრონული ფორმით, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით.“;

ე) 141 მუხლის:

ე.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეკლარანტის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს საქონლის საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის საფუძველს და დეკლარანტთან არსებული საბაჟო დეკლარაციის ეგზემპლარი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია ამ ინსტრუქციის 51 მუხლის ან მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა).“;

ე.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია ამ ინსტრუქციის 51 მუხლის ან მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულებები წარედგინება ელექტრონული ფორმით, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით.“;

ვ) მე-15 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. გრაფა 13 „მომსახურების საფასური“ – ივსება მხოლოდ ამ პუნქტში მითითებულ შემთხვევებში და აღინიშნება:

ა) ციფრი „0“ – მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებისას, გარდა ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) ციფრი „1“ – საქონლის (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა) წინასწარი დეკლარირებისას (გარდა ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

გ) ციფრი „2“ – საქონლის დეკლარირებისას (გარდა წინასწარი დეკლარირებისა), როდესაც დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებას ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას არასამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე;

დ) ციფრი „3“ – როდესაც საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულება აღემატება 300 ლარს;

ე) ციფრი „5“ – როდესაც:

ე.ა) ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე და დეკლარაციას ავსებს და არეგისტრირებს დეკლარანტი, ან

ე.ბ) დეკლარანტი საბაჟო პროცედურისათვის საჭირო დოკუმენტებს წარუდგენს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებას ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას სამუშაო დროს (გარდა წინასწარი დეკლარირებისა);

ვ) ციფრი „6“ – საქონლის (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა) წინასწარი დეკლარირებისას, როდესაც საქონლის გაფორმება გათავისუფლებულია მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან.“;

ზ) 25-ე მუხლის:

ზ.ა) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში ან/და სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად განთავსებული საქონელი, აგრეთვე ბორნით შემოტანილ მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებაში (მათ შორის, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებაში) განთავსებული საქონლის ან/და ბორნით სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად განთავსებული საქონელი.“;

ზ.ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14.  საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის ბათილად ცნობა ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება საბაჟო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-14 და 141 მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.

5. „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №9) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვა შესაძლებელია საბაჟო საწყობში, საბაჟო ორგანოს საწყობში და გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისა), აგრეთვე შენახვის სხვა ადგილას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

6. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19):

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნაწილი 1. საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის და დროებით შენახვის კლასიფიკატორი

 

დასახელება

კოდი

1

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება

40

2

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება „ოქროს სიის“ მონაწილეთათვის

44

3

მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება

45

4

ექსპორტი

10

5

ექსპორტი დაბრუნების პირობით

12

6

რეექსპორტი

11

7

ტრანზიტი

80

8

საბაჟო საწყობი

74

9

თავისუფალი ზონა

71

10

დროებით შემოტანა

34

11

შიდა გადამუშავება

51

12

გარე გადამუშავება

61

13

დროებით შენახვა

79“;

 

ბ) მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის (გაფორმების ეკონომიკური ზონები და გაფორმების სხვა ადგილები) მე-10 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 გრაფა:

„11

11117

 

 

20117

ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“:

ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას 68ა/სიმონ ჩიქოვანის №2;

 

ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას 68ა/სიმონ ჩიქოვანის №2 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის).“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 19 სექტემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი