„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 156
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017589
156
23/05/2022
ვებგვერდი, 24/05/2022
230210000.22.033.017589
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №156

2022 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1):

ა) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არ არის საკმარისი წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად, განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მომსახურების გაწევისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული ვადის ბოლოს წინა დღისა (30 სამუშაო დღის ვადაში გასაწევი მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, არაუგვიანეს 29-ე სამუშაო დღისა, 15 სამუშაო დღის გასაწევი მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, არაუგვიანეს მე-14 სამუშაო დღისა, ხოლო 10 სამუშაო დღის გასაწევი მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, არაუგვიანეს მე-9 სამუშაო დღისა), საბაჟო დეპარტამენტი ატყობინებს განმცხადებელს ხარვეზის არსებობისა და მისი აღმოფხვრის საჭიროების შესახებ და განუსაზღვრავს ხარვეზის აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. ამ შემთხვევაში, წინასწარი გადაწყვეტილების მიღების ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ხარვეზის აღმოფხვრამდე ან/და განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.“;

ბ) 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წინასწარ – საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, არაუადრეს 45 კალენდარული დღისა და ისარგებლოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით;“;

გ) 31-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;

დ) VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI

პირის დაშვება „eCustoms“-ში

მუხლი 35. მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში პირის დაშვება

1. საქართველოში დაფუძნებული პირი, რომელსაც გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში (შემდგომში – „eCustoms“) დაშვების მიზნით, შემოსავლების სამსახურს ელექტრონული ფორმით წარუდგენს შესაბამის განცხადებას.

2. არასრულად შევსებული განცხადება უბრუნდება განმცხადებელს, განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში და, იმავდროულად, განესაზღვრება ხარვეზის აღმოფხვრის ვადაც.

3. განცხადებით გათვალისწინებული ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენიდან ხუთი დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მიიღება გადაწყვეტილება პირის „eCustoms“-ში დაშვების თაობაზე, ხოლო დაშვებისთვის აუცილებელი მონაცემები სისტემაში დაშვებულ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს ეგზავნება მათ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.

4. საქართველოში დაფუძნებული პირის „eCustoms“-ში დაშვება ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ვადით.

5. იმ შემთხვევაში, თუ პირს სურს „eCustoms“-ში დაშვების ვადის გაგრძელება, დაშვების შესაბამისი ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს განცხადება „eCustoms“-ში დაშვების ვადის ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაგრძელების შესახებ.

 

მუხლი 36. „eCustoms“-ში დაშვების გაუქმება

„eCustoms“-ში დაშვების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია:

ა) ამ ინსტრუქციის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დაშვების შესაბამისი ვადის გასვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა პირის მიერ მოთხოვნილია „eCustoms“-ში დაშვების ვადის გაგრძელება;

ბ) სისტემაში დაშვებული პირის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ან/და გაფორმების საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას წარმოშობილი საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრებული იქნება ამ ჯარიმის ან საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება;

გ) სისტემაში დაშვებული პირის მიერ გაფორმების საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადასტურება ან კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების არსებითი ან/და ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთჯერადი დარღვევა;

დ) სისტემაში საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირების შეცვლის შემთხვევაში ინფორმაციის მიუწოდებლობა, ცვლილების განხორცი­ელებიდან 20 კალენდარულ დღეში.“;

ე) დანართი №1–VI–01 და დანართი №1–VI–02 ამოღებულ იქნეს.

2. „საბაჟო კონტროლის შესახებ“ინსტრუქციის (დანართი №2) 37-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ – „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე შეტანილ საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მოხსნა/მოცილება ხორციელდება საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ;

დ) საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილზე განთავსებისას იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მოხსნა/მოცილება ხორციელდება საქონლის მფლობელის ან უფლებამოსილი პირის მიერ;

ე) „ოქროს სიის“ მონაწილის ან ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილ საქონელზე გამარტივებული საბაჟო ფორმალობების დამთავრებისას იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მოხსნა/მოცილება ხორციელდება აღნიშნული პირის მიერ.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილზე შეტანილი საქონელი დეკლარირებულია წინასწარ და აღნიშნულ საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციას არ აქვს მინიჭებული შეფასების ნომერი, საბაჟო ორგანოს მიერ ნიშანდებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნების) მოხსნა/მოცილება დაუშვებელია საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭებამდე.“.

3. „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):

ა) მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საბაჟო საწყობის პროცედურიდან ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული, აგრეთვე რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენით დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

5. საქონლის საბაჟო საწყობში ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საზღვაო ტრანსპორტით გასატანი საქონლის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) დროებით შენახვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება საქონლის დროებით შენახვის ვადით და განახლდება დროებით შენახვის დასრულებისთანავე.“;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ბ.ა) „კ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ1) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების, დროებით შემოტანის ან შიდა გადამუშავების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლისა, როდესაც, საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის „წითელი“ ან „ყვითელი“ დერეფნის შერჩევის დროს, აღნიშნული საქონელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება გაფორმების ორგანოს დანიშნულებით და რომლის აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქონლის საბაჟო დეკლარაციით;“;

ბ.ბ) „კ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ2“ ქვეპუნქტი:

„კ2) თავისუფალი ზონის ან საბაჟო საწყობის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლისა, როდესაც საბაჟო გამშვები პუნქტიდან აღნიშნული საქონელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება შესაბამისი თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვები პუნქტის ან საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის ან გაფორმების ორგანოს დანიშნულებით და რომლის აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქონლის საბაჟო დეკლარაციით;“;

გ) მე-10 მუხლის:

გ.ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა ან/და საქონლის ჩამოტვირთვა დაუშვებელია:

ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებამდე, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) თუ საბაჟო პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის განსაზღვრულია „ყვითელი“ ან „წითელი“ დერეფანი, ან თუ საქონელი საბაჟო საწყობის პროცედურაში დეკლარირებულია წინასწარ – საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭებამდე.“;

გ.ბ)  მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და საქონელი განთავსდა საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე ან გაშვებულ იქნა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) 31 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;“.

4. „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმპორტის გადასახდელისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებით შემოტანისას, ან იმპორტის გადასახდელისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას, ან შიდა გადამუშავებისას იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელის გადახდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარანტიით საბაჟო პროცედურაში საქონლის მოქცევის მთელი ვადის განმავლობაში. ამასთან:

ა) გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბაჟო პროცედურაში საქონლის მოქცევის ვადას, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) საქონლის შიდა გადამუშავების პროცედურაში ან იმპორტის გადასახდელისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებით შემოტანის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებისას, გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბაჟო პროცედურაში საქონლის მოქცევის ვადას.“.

5. „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. წინასწარ დეკლარირებული საქონლის შემოტანისას განსახორციელებელი ღონისძიებები

1. საბაჟო პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას:

ა) საბაჟო გამშვებ პუნქტს ეცნობება გაფორმების საბაჟო ორგანოს კოდი და საქონლის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი;

ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირება, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იდენტიფიკაციის საშუალებების შემოწმება;

გ) იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის ან დაულუქავი ავტოსატრანსპორტო   საშუალების   შემთხვევაში   (გარდა   საყარი   ტვირთების,   ჯართის, ცოცხალი ცხოველების, მცენარეების, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული ავტოტრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე ისეთი მსხვილგაბარიტიანი ტვირთების, რომლებიც არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, გადაადგილების შემთხვევებისა, როდესაც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდების გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია), აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას, თუ საქონლის დათვალიერება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, ხორციელდება  გაფორმების  ადგილამდე  საქონლის  საბაჟო  კონტროლის  ქვეშ გადაადგილება;

დ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების, დროებით შემოტანის ან შიდა გადამუშავების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ადგილი არა აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას და საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 45 კალენდარული დღე, საბაჟო გამშვები პუნქტი ახორციელებს მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის გამოყენებით დეკლარაციის დამუშავებას და საქონელი გაიშვება შესაბამისი დერეფნის გამოყენებით;

ე) თავისუფალი ზონის ან საბაჟო საწყობის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ადგილი არა აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას და საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 45 კალენდარული დღე, საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის დერეფნის განსაზღვრის გარეშე, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება შესაბამისი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საბაჟო გამშვები პუნქტის ან საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის ან გაფორმების ორგანოს დანიშნულებით;

ვ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების მხოლოდ იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრისა და შტრიხკოდის მინიჭება და საქონლის გაშვება შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, თუ:

ვ.ა) წარდგენილია არანაკლებ კუთვნილი იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის ოდენობის გარანტია, ან

ვ.ბ) სრულად გადახდილია კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, რაც დეკლარაციის დამუშავებიდან 1 საათის განმავლობაში დასტურდება იმპორტის გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით, ხოლო სსიპ – შემოსავლების სამსახურთან  გაფორმებული „შემოსავლების სამსახურის მიერ პირებისათვის გასაწევი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმით გათვალისწინებულ საბანკო დაწესებულებაში (შემდგომში – საბანკო დაწესებულება) გადახდის შემთხვევაში – ამ დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით, ან

ვ.გ) იმპორტის გადასახდელის ნაწილზე წარდგენილია გარანტია და დანარჩენი ნაწილის გადახდა დასტურდება ამ პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის შემოტანამდე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაშვება, საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების მხოლოდ იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ ხორციელდება, საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრისა და შტრიხკოდის მინიჭება და საქონლის გაშვება შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ, თუ გაფორმების ორგანოს დანიშნულებით საქონლის გადაადგილების დასრულებამდე ან გაფორმების ორგანოში საქონლის არასამუშაო დროს მიტანისას:

ა) წარდგენილია არანაკლებ კუთვნილი იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის ოდენობის გარანტია, ან

ბ) სრულად გადახდილია კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, რაც დასტურდება საბანკო დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით, ან

გ) იმპორტის გადასახდელის ნაწილზე წარდგენილია გარანტია და დანარჩენი ნაწილის გადახდა დასტურდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრისა და შტრიხკოდის მინიჭებისა და საქონლის გაშვების შესახებ ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ დეკლარანტს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

4.  თავისუფალი ზონის ან საბაჟო საწყობის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის შესაბამისი დერეფნის გამოყენების უზრუნველყოფა ხორციელდება:

ა) საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე წარდგენის შემთხვევაში, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების შემდეგ;

ბ) საბაჟო ორგანოში წარდგენის შემთხვევაში, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ორგანოში წარდგენის დადასტურების შემდეგ.

5. იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი ზონის ან საბაჟო საწყობის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ საქონელთან ერთად, სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებულია სხვა საბაჟო პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონელი, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაშვებულია „მწვანე“ ან „ლურჯი“ დერეფნის გამოყენებით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე ასეთი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა და საქონლის გადამაადგილებელ სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის მოხსნა/მოცილება დასაშვებია მხოლოდ თავისუფალი ზონის ან საბაჟო საწყობის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის/გამოცხადებისა და საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭების შემდეგ.“.

6. „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6) მე-8 მუხლის:

ა) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. გრაფა 18 „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა (მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგონი, 02 ა/მ, 04 კონტეინერი), რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება გაფორმების საბაჟო ორგანომდე. გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-3 ნაწილის შესაბამისად (რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების სხვადასხვა მფლობელი ქვეყნების შემთხვევაში მიეთითება – „000“). „თანმხლები დოკუმენტების“ გვერდზე თითოეულ ველში ცალ-ცალკე აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი (მაგალითად: გამწევის ნომერი/მისაბმელის ნომერი)).“;

ბ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. გრაფა 21 „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა (მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგონი, 02 ა/მ, 04 კონტეინერი), რომლითაც საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე. გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-3 ნაწილის შესაბამისად (რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების სხვადასხვა მფლობელი ქვეყნების შემთხვევაში მიეთითება – „000“). „თანმხლები დოკუმენტების“ გვერდზე თითოეულ ველში ცალ-ცალკე აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები).“.

7. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „ოქროს სიის“ მონაწილის ან „საბაჟო გამარტივებისათვის“ ავტორიზაციის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი საქონლისა, რომლის გაშვებაც ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან, ან საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე შევსებული საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების, დროებით შემოტანის ან შიდა გადამუშავების პროცედურაში გაცხადებული საქონლისა, როდესაც საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში;“;

ა.ბ) „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და საქონელი განთავსდა საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე ან გაშვებულ იქნა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) 31 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;“;

ბ) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) წინასწარ დეკლარირების შემთხვევაში – საქონლის საბაჟო ორგანოში წარდგენამდე არაუადრეს 45 კალენდარული დღისა.“;

გ) მე-15 მუხლის:

გ.ა) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის განხორციელებისას დეკლარანტი ავსებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შემდეგ გრაფებს: A, 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 11, 12, 13, 14, 15, 15ა, 15ბ, 16, 17, 17ა, 17ბ, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34ა, 34ბ, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 45, 46, 47, 49, 50, 54, B.

2. გრაფა „A“ – აღინიშნება გაფორმების საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-2 ნაწილის შესაბამისად. ამავე გრაფაში აღინიშნება დეკლარაციის რეგისტრაციის C (სტატისტიკური) ნომერი და რეგისტრაციის თარიღი.

3. გრაფა 1 „დეკლარაცია“ – გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება საბაჟო პროცედურის დასახელება – თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება – „იმ“, მეორეში – ციფრული კოდი „4“.“;

გ.ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. გრაფა 13 „მომსახურების საფასური“ – ივსება მხოლოდ ამ პუნქტში მითითებულ შემთხვევებში და აღინიშნება:

ა) ციფრი „0“ – მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებისას, გარდა ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) ციფრი „1“ – საქონლის (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა) წინასწარი დეკლარირებისას (გარდა ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), როდესაც:

ბ.ა) დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, ან

ბ.ბ) დეკლარანტი საბაჟო პროცედურისათვის საჭირო დოკუმენტებს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებას ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს წარუდგენს ელექტრონულად, ან

ბ.გ) დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს მატერიალური ფორმით მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე, ან

ბ.დ) დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებას ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას სამუშაო დროს მატერიალური ფორმით მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე;

გ) ციფრი „2“ – საქონლის დეკლარირებისას (გარდა წინასწარი დეკლარირებისა), როდესაც დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებას ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას არასამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე;

დ) ციფრი „3“ – როდესაც საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულება აღემატება 300 ლარს;

ე) ციფრი „4“ − საქონლის (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა) წინასწარი დეკლარირებისას, როდესაც დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებას ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას არასამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე, გარდა ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ვ) ციფრი „5“ – როდესაც:

ვ.ა) ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე და დეკლარაციას ავსებს და არეგისტრირებს დეკლარანტი, ან

ვ.ბ) დეკლარანტი საბაჟო პროცედურისათვის საჭირო დოკუმენტებს წარუდგენს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებას ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას სამუშაო დროს (გარდა წინასწარი დეკლარირებისა);

ზ) ციფრი „6“ – საქონლის (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა) წინასწარი დეკლარირებისას, როდესაც საქონლის გაფორმება გათავისუფლებულია მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან;“;

გ.გ) 21-ე – 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. გრაფა 18 „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა (მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგონი, 02 ა/მ, 04 კონტეინერი), რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება გაფორმების საბაჟო ორგანომდე. გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-3 ნაწილის შესაბამისად (რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების სხვადასხვა მფლობელი ქვეყნების შემთხვევაში მიეთითება – 000). „თანმხლები დოკუმენტების“ გვერდზე თითოეულ ველში ცალ-ცალკე აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი (მაგალითად: გამწევის ნომერი/მისაბმელის ნომერი)). ამასთან, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონელი, საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის „წითელი“ ან „ყვითელი“ დერეფნის შერჩევისას, ავტოსატრანსპორტო საშუალებ(ებ)ით გადაადგილდება გაფორმების ორგანოს დანიშნულებით, „თანმხლები დოკუმენტების“ გვერდზე თითოეულ ველში ასახული სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის მონაცემ(ებ)ის გასწვრივ, გრაფაში „MISCELLANEOUS“, შეიტანება გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის შესახებ ინფორმაციაც (იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ტიპი („1,“ – საბაჟო ორგანოს მიერ დადებული ძალოვანი ლუქის შემთხვევაში, „2,“ – საბაჟო ორგანოს მიერ დადებული მწებავი ლენტის შემთხვევაში, „3,“ – არასაბაჟო ორგანოს მიერ დადებული ძალოვანი ლუქის შემთხვევაში და „4,“ – არასაბაჟო ორგანოს მიერ დადებული მწებავი ლენტის შემთხვევაში) და  შემდეგ ნომერი). რამდენიმე იდენტიფიკაციის საშუალების შემთხვევაში მიეთითება თითოეულის ნომერი სრულად, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზით, ხოლო თუ ისინი თანმიმდევრობითაა აღებული, პირველი ნომერი ჩაიწერება სრულად, მომდევნო იდენტიფიკაციის საშუალებებზე კი მხოლოდ ნომრ(ებ)ის ბოლო ორი ციფრი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზებით. ამასთან, იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ნომერი/ნომრები მიეთითება მხოლოდ ციფრებით.

22. გრაფა 19 „კტ“ – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი იგზავნება კონტეინერით, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება „თანმხლები დოკუმენტების“ გვერდზე.

23. გრაფა 20 „მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ განყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-7 ნაწილის შესაბამისად, მეორე განყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადგილი რამდენიმე გეოგრაფიული პუნქტია, მიეთითება პირველი მიწოდების პუნქტი). საქონლის წინასწარი დეკლარირებისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით, გრაფის მეორე განყოფილებაში ასევე მიეთითება დანიშნულების პუნქტის გეოგრაფიული დასახელება.

იმ შემთხვევაში, თუ დეკლარირდება სასაქონლო პარტია, რომელსაც მიწოდების რამდენიმე (სხვადასხვა) პირობა აქვს, მე-20 გრაფაში აღინიშნება „სხვადასხვა“, ხოლო „თანმხლები დოკუმენტების“ გვერდზე მიეთითება მიწოდების პირობების ასოითი კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-7 ნაწილის შესაბამისად.

24. გრაფა 21 „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა (მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგონი, 02 ა/მ, 04 კონტეინერი), რომლითაც საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე. გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-3 ნაწილის შესაბამისად (რამოდენიმე სატრანსპორტო საშუალების სხვადასხვა მფლობელი ქვეყნების შემთხვევაში მიეთითება – 999). „თანმხლები დოკუმენტების“ გვერდზე აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები).“;

გ.დ) 30-ე – 33-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„30. გრაფა 28 „ფინანსური და საბანკო მონაცემები/სხვა ინფორმაცია“ – აღინიშნება:

ა) „GM-0“ იმ შემთხვევაში, თუ ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას საქონლის თანმხლები დოკუმენტით სურსათში/ცხოველთა საკვებში დასტურდება 0,9%-ზე მეტი გმო-ს შემცველობა და საქონელი ეტიკეტირებულია დადგენილი წესის შესაბამისად ან თან ახლავს ეტიკეტირების წესებით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია, რაც უფლებამოსილი პირის მიერ ასახულია საერთო ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის შენიშვნაში სიმბოლო „GM-0“-ს აღნიშვნით;

ბ) „GM-1“ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ეტიკეტირებულია, ახლავს თანმხლები დოკუმენტი გმო-ს არსებობის შესახებ და ეტიკეტირებასთან შესაბამისობა არ არის შემოწმებული;

გ) „PC-1“ – როდესაც დეკლარაციას ავსებს საბაჟო ორგანო, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურისათვის განკუთვნილ საქონელზე სრულად გადახდილია იმპორტის გადასახდელი და საქონლის დეკლარირებისას წარდგენილია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) „0“ – ამ პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტების გარდა სხვა შემთხვევებში.

31. გრაფა 29 „საბაჟო გამშვები პუნქტი“ – აღინიშნება საბაჟო გამშვები პუნქტის დასახელება, საიდანაც შემოტანილ იქნა/შემოტანილ იქნება საქონელი საქართველოში, კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-2 ნაწილის შესაბამისად.

32. გრაფა 30 „საქონლის ადგილმდებარეობა“ – აღინიშნება:

ა) საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე დროებით შენახული საქონლის დეკლარირებისას – საქონლის შენახვის ადგილის ხუთნიშნა კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-12 ნაწილის შესაბამისად;

ბ) საქონლის წინასწარი დეკლარირებისას – „SGP99“;

გ) თუ ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე – „AGR99“;

დ) ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, წინასწარ დეკლარირებული საქონლისათვის „ყვითელი დერეფნის“ განსაზღვრის შემთხვევაში, როდესაც საქონლის განთავსება ხორციელდება საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე, დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭებამდე გრაფაში მიეთითება „AGR99“;

ე) ამ პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტების გარდა სხვა შემთხვევაში, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურისათვის განკუთვნილი საქონელი განთავსებულია გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე – შესაბამისი გაფორმების ეკონომიკური ზონის ხუთნიშნა კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-12 ნაწილის შესაბამისად.

33. გრაფა 31 „საქონლის აღწერა და რაოდენობა“ – აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზოგადი აღწერილობა სეს ესნ-ის 11-ნიშნა სასაქონლო ქვესუბპოზიციის დონეზე ან საქონლის დასახელება, ხოლო რაოდენობაში – „1“;“;

გ.ე) 44-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„44. გრაფა 41. „დამ. ზომ. ერთეული“ – იმ შემთხვევაში, თუ:

ა) სეს ესნ-ში საქონლის თერთმეტნიშნა კოდს შეესაბამება დამატებითი ზომის ერთეული, გრაფაში აღინიშნება საქონლის რაოდენობა ამ ერთეულში (მაგალითად: საქონლის დასახელებაა – „წნეხამკრეფები“, საქონლის კოდია – 8433 40 000 00, მისი ზომის დამატებითი ერთეულია სეს ესნ-ის მიხედვით – „ცალი“ და რაოდენობაა – 10, გრაფაში ჩაიწერება – 10), გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია იმპორტის გადასახადის ან/და აქციზის განაკვეთი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი იბეგრება წონით), რომელიც გამოიყენება საქონლის კონკრეტულ ზომის ერთეულზე, გრაფაში აღინიშნება საქონლის რაოდენობა ამ ერთეულში (მაგალითად: საქონლის დასახელება – „სიგარა“, სასაქონლო ქვესუბპოზიცია – 2402 10 000 01, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის შესაბამისად იბეგრება აქციზით: 1 ღერი 1.9 ლარი; რაოდენობა 1 500 ცალი, ჩაიწერება – 1 500);

გ) სეს ესნ-ში საქონელს შეესაბამება ზომის მხოლოდ ძირითადი ერთეული (კგ), გრაფა არ ივსება.“;

გ.ვ) 47-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ზ) 51-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. გრაფა 49 „საწყობის დასახელება“ – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებამდე საქონლის მიმართ გამოიყენებოდა საბაჟო საწყობის პროცედურა ან საქონელი დროებით ინახებოდა საბაჟო საწყობში/დროებით შენახვის სხვა ადგილზე. გრაფაში აღინიშნება საბაჟო საწყობის/დროებით შენახვის სხვა ადგილის საიდენტიფიკაციო კოდი.“;

გ.თ) 521 და 53-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„521. გრაფა 53. „დანიშნულების საბაჟო“ –  ივსება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის „წითელი“ ან „ყვითელი“ დერეფნის შერჩევის დროს, როდესაც აღნიშნული საქონელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება გაფორმების ორგანოს დანიშნულებით. გრაფაში მიეთითება დანიშნულების საბაჟო ორგანოს კოდი კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის მიხედვით.

53. გრაფა 54 „ადგილი და თარიღი“ – მიეთითება დეკლარაციის შევსების ადგილი და თარიღი (როდესაც დეკლარაცია წარმოდგენილია მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებისაგან განსხვავებული საშუალების გამოყენებით).“;

გ.ი) 58-ე – მე-60 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„58. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე საქონლის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ორგანომდე გადაადგილება, აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება მოწმობით/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით/TIR წიგნაკით, გაფორმების საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი დეკლარაციის მე-40 გრაფაში მიუთითებს შესაბამისი მოწმობის ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის ან TIR წიგნაკის ნომერს, ხოლო „თანმხლები დოკუმენტების“ გვერდზე მიუთითებს მოწმობის ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის ან TIR წიგნაკის კოდს კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად.

59. გრაფა D – „კონტროლი დანიშნულების საბაჟოზე“ – გრაფა ივსება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე, როდესაც, საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის „წითელი“ ან „ყვითელი“ დერეფნის შერჩევისას, აღნიშნული საქონელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება გაფორმების ორგანოს დანიშნულებით; გრაფის განყოფილებაში „ვადა“ − გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ მიეთითება დანიშნულების საბაჟო ორგანოში ან დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი რომელიც ამოირჩევა სისტემაში ინტეგრირებული კალენდრიდან. თუ გამოცხადების ვადა აღემატება ერთ დღეს, გამოცხადების დროდ ჩაითვლება გამოცხადების დღის 24.00 საათი, თუ გამოცხადების ვადა არ აღემატება ერთ დღეს – მიეთითება გამოცხადების ზუსტი დრო.

60. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის „წითელი“ ან „ყვითელი“ დერეფნის შერჩევის დროს, როდესაც აღნიშნული საქონელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება გაფორმების ორგანოს დანიშნულებით, „თანმხლები დოკუმენტების“ გვერდზე არსებულ ველებში შეიტანება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვისა და კონტროლისათვის საჭირო ინფორმაცია და  სათანადო ციფრული კოდები კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად.“;

დ) მე-16 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გრაფა 1 „დეკლარაცია“ – გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება საბაჟო პროცედურის დასახელება – ექსპორტი - „ექ“, მეორეში – ციფრული კოდი „1“.“;

დ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. გრაფა 13 „მომსახურების საფასური“ – ივსება მხოლოდ საქონლის წინასწარი დეკლარირებისას და მიეთითება ციფრი „1“.“;

დ.გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გრაფა 18 „სატრანსპორტო საშუალება გაგზავნის ადგილზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა (მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგონი, 02 ა/მ, 04 კონტეინერი), რომლებზეც საქონელი დაიტვირთება საქართველოს საბაჟო საზღვარზე (საბაჟო გამშვებ პუნქტში) მისატანად. გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-3 ნაწილის შესაბამისად (რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების სხვადასხვა მფლობელი ქვეყნების შემთხვევაში მიეთითება – „000“). „თანმხლები დოკუმენტების“ გვერდზე თითოეულ ველში ცალ-ცალკე აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი (მაგალითად: გამწევის ნომერი/მისაბმელის ნომერი)), ხოლო სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის მონაცემ(ებ)ის გასწვრივ, გრაფაში „MISCELLANEOUS“, შეიტანება გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის შესახებ ინფორმაციაც (იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ტიპი („1,“ – საბაჟო ორგანოს მიერ დადებული ძალოვანი ლუქის შემთხვევაში, „2,“ – საბაჟო ორგანოს მიერ დადებული მწებავი ლენტის შემთხვევაში, „3,“ - არასაბაჟო ორგანოს მიერ დადებული ძალოვანი ლუქის შემთხვევაში და „4,“ - არასაბაჟო ორგანოს მიერ დადებული მწებავი ლენტის შემთხვევაში) და შემდეგ ნომერი). რამდენიმე იდენტიფიკაციის საშუალების შემთხვევაში მიეთითება თითოეულის ნომერი სრულად, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზით, ხოლო თუ ისინი თანმიმდევრობითაა აღებული, პირველი ნომერი ჩაიწერება სრულად, მომდევნო იდენტიფიკაციის საშუალებებზე კი მხოლოდ ნომრ(ებ)ის ბოლო ორი ციფრი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზებით. ამასთან, იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ნომერი/ნომრები მიეთითება მხოლოდ ციფრებით.

10. გრაფა 21 „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და შემდეგ აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც საქონელი ფაქტობრივად გადაკვეთს საბაჟო საზღვარს (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, საგზაო ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-3 ნაწილის შესაბამისად. თუ საქონელი გადაიზიდება სხვადასხვა ქვეყნებში რეგისტრირებული რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, მაშინ ჩაიწერება – „000“. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – „იხ. თანმხლები დოკუმენტების გვერდზე“. თანმხლები დოკუმენტების გვერდზე აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე ან შიდა გადამუშავების საბაჟო პროცედურაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებულ შავი ლითონის ჯართზე დეკლარაცია ივსება სატრანსპორტო საშუალებაში მის ჩატვირთვამდე, გრაფაში მიეთითება „255“.“;

დ.დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. გრაფა 30 „საქონლის ადგილმდებარეობა“ – თუ ექსპორტის პროცედურისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე, გრაფაში აღინიშნება „AGR99“. იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტის პროცედურაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება წინასწარ, გრაფაში აღინიშნება „SGP99“.“;

დ.ე) მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.ვ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე ან შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებულ შავი ლითონის ჯართზე დეკლარაცია შევსებულია სატრანსპორტო საშუალებაში მის ჩატვირთვამდე, ექსპორტის დასრულებამდე, დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების თაობაზე დეკლარანტის წერილობითი განცხადებით მიმართავის შემდეგ, საბაჟო ორგანო დეკლარაციის:

ა) 21-ე და 25-ე გრაფებში უთითებს შესაბამის მონაცემებს, ხოლო „თანმხლები დოკუმენტების“ გვერდზე – შესაბამის კოდს (მათ შორის, სატრანსპორტო დოკუმენტის კოდს) კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად; ან/და

ბ) თუ დეკლარაციაში საქონლის წონის შესახებ დაფიქსირებული მონაცემები არ ემთხვევა საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისას საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის მიერ შედგენილ აქტში მითითებულ მონაცემებს – 31-ე გრაფაში მითითებულ რაოდენობას ან/და 35-ე გრაფაში ან/და 38-ე გრაფაში მითითებულ წონას ცვლის საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტში მითითებული მონაცემების გათვალისწინებით.“;

ე) მე-17 მუხლის:

ე.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო საწყობის პროცედურის განხორციელებისას საქონლის საბაჟო დეკლარაციის გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 11, 12, 13, 14, 15, 15ა, 15ბ, 16, 17, 17ა, 17ბ, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34ა, 34ბ, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 45, 46, 47, 48, 50, 54, A, B და C ივსება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად.

2. გრაფა 1 „დეკლარაცია“ – გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება საბაჟო პროცედურის დასახელება - „სხვ.“, მეორეში – ციფრული კოდი „7“.“;

ე.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გრაფა 44 „დამატებითი ინფორმაცია“ – ივსება იმ შემთხვევაში, თუ 37-ე გრაფაში მითითებულია „7474“ და მიეთითება იმ საბაჟო საწყობის საიდენტიფიკაციო კოდი, საიდანაც ხდება საქონლის გამოტანა.“;

ე.გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6–მე-8 პუნქტები:

„6. გრაფა 53. „დანიშნულების საბაჟო“ –  ივსება საბაჟო საწყობის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონამდე გადაადგილება, აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქონლის საბაჟო დეკლარაციით, გრაფაში მიეთითება დანიშნულების საბაჟო ორგანოს კოდი კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის მიხედვით.

7. გრაფა D – „კონტროლი დანიშნულების საბაჟოზე“ – გრაფა ივსება საბაჟო საწყობის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე, როდესაც აღნიშნული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონამდე გადაადგილება, აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქონლის საბაჟო დეკლარაციით. გრაფის განყოფილებაში „ვადა“ − გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ მიეთითება დანიშნულების საბაჟო ორგანოში ან დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი, რომელიც ამოირჩევა სისტემაში ინტეგრირებული კალენდრიდან. თუ გამოცხადების ვადა აღემატება ერთ დღეს, გამოცხადების დროდ ჩაითვლება გამოცხადების დღის 24.00 საათი, თუ გამოცხადების ვადა არ აღემატება ერთ დღეს – მიეთითება გამოცხადების ზუსტი დრო.

8. საბაჟო საწყობის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონამდე გადაადგილება, აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქონლის საბაჟო დეკლარაციით, „თანმხლები დოკუმენტების“ გვერდზე არსებულ ველებში შეიტანება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვისა და კონტროლისათვის საჭირო ინფორმაცია და  სათანადო ციფრული კოდები კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად.“;

ვ) მე-18 მუხლის:

ვ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დროებით შემოტანის პროცედურის განხორციელებისას საქონლის საბაჟო დეკლარაციის გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 11, 12, 13, 14, 15, 15ა 15ბ, 16, 17, 17ა, 17ბ, 18, 19, 20, 21, 22, 23, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34ა, 34ბ, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 45, 46, 47, 48, 50, 53, 54, A, B, C და D ივსება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად.

2. გრაფა 1 „დეკლარაცია“ – გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება საბაჟო პროცედურის დასახელება - „დრი“, მეორეში – ციფრული კოდი „3“.“;

ვ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. დროებით შემოტანის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის „წითელი“ ან „ყვითელი“ დერეფნის შერჩევის დროს, როდესაც აღნიშნული საქონელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება გაფორმების ორგანოს დანიშნულებით, „თანმხლები დოკუმენტების“ გვერდზე არსებულ ველებში შეიტანება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვისა და კონტროლისათვის საჭირო ინფორმაცია და სათანადო ციფრული კოდები კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად.“;

ზ) მე-19 მუხლის:

ზ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შიდა გადამუშავების პროცედურის განხორციელებისას საქონლის საბაჟო დეკლარაციის გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 11, 12, 13, 14, 15, 15ა, 15ბ, 16, 17, 17ა, 17ბ, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34ა, 34ბ, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 45, 46, 47, 48, 50, 53, 54, A, B, C და D ივსება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად.

2. გრაფა 1 „დეკლარაცია“ – გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება საბაჟო პროცედურის დასახელება - „იმ“, მეორეში - ციფრული კოდი „5“.“;

ზ.ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. შიდა გადამუშავების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის „წითელი“ ან „ყვითელი“ დერეფნის შერჩევის დროს, როდესაც აღნიშნული საქონელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება გაფორმების ორგანოს დანიშნულებით, „თანმხლები დოკუმენტების“ გვერდზე არსებულ ველებში შეიტანება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვისა და კონტროლისათვის საჭირო ინფორმაცია და სათანადო ციფრული კოდები კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად.“;

თ) მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარე გადამუშავების პროცედურის განხორციელებისას საქონლის საბაჟო დეკლარაციის გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 13, 14, 16, 17, 17ა, 17ბ, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34ა, 34ბ, 35, 36, 38, 39, 40, 41, 46, 47, 48, 50, 54, A და C ივსება ექსპორტის პროცედურის საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად.

2. გრაფა 1 „დეკლარაცია“ – გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება საბაჟო პროცედურის დასახელება - „ექ“, მეორეში – ციფრული კოდი „6“.“;

 

ი) 21-ე მუხლის:

ი.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გრაფა 1 „დეკლარაცია“ – პირველ განყოფილებაში ჩაიწერება საბაჟო პროცედურის დასახელება – ტრანზიტი - „ტრ“, მეორეში – ციფრული კოდი „8“.“;

ი.ბ) მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. გრაფა 18 „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა (მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგონი, 02 ა/მ, 04 კონტეინერი), რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე. გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშულების მფლობელი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-3 ნაწილის შესაბამისად. „თანმხლები დოკუმენტების“ გვერდზე თითოეულ ველში ცალ-ცალკე აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი (მაგალითად: გამწევის ნომერი/მისაბმელის ნომერი)), ხოლო სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის მონაცემ(ებ)ის გასწვრივ, გრაფაში „MISCELLANEOUS“, შეიტანება გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის შესახებ ინფორმაციაც (იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ტიპი („1,“ – საბაჟო ორგანოს მიერ დადებული ძალოვანი ლუქის შემთხვევაში, „2,“ – საბაჟო ორგანოს მიერ დადებული მწებავი ლენტის შემთხვევაში, „3,“ – არასაბაჟო ორგანოს მიერ დადებული ძალოვანი ლუქის შემთხვევაში და „4,“ – არასაბაჟო ორგანოს მიერ დადებული მწებავი ლენტის შემთხვევაში) და შემდეგ ნომერი. რამდენიმე იდენტიფიკაციის საშუალების შემთხვევაში მიეთითება თითოეულის ნომერი სრულად, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზით, ხოლო თუ ისინი თანმიმდევრობითაა აღებული, პირველი ნომერი ჩაიწერება სრულად, მომდევნო იდენტიფიკაციის საშუალებებზე კი მხოლოდ ნომრ(ებ)ის ბოლო ორი ციფრი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადის ხაზებით. ამასთან, იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის ნომერი/ნომრები მიეთითება მხოლოდ ციფრებით.

18. გრაფა 19 „კონტეინერი“ – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი იგზავნება კონტეინერით, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება „თანმხლები დოკუმენტების“ გვერდზე.“;

ი.გ) 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„29. გრაფა 41 „დამატებითი ზომის ერთეული“ – აღინიშნება საქონლის რაოდენობა იმ განზომილებაში, რომელიც სეს ესნ-ში შეესაბამება საქონლის თერთმეტნიშნა კოდს (მაგალითად: საქონლის დასახელება – „წნეხამკრეფები“, საქონლის კოდი – 8433 40 000 00, მისი ზომის დამატებითი ერთეული სეს ესნ-ის მიხედვით – ცალი, რაოდენობა – 10, გრაფაში ჩაიწერება – 10). თუ საქონელს შეესაბამება ზომის მხოლოდ ძირითადი ერთეული (კგ), მაშინ გრაფა არ ივსება.“;

ი.დ) 30-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი.ე) 33-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33. გრაფა 54 „ადგილი და თარიღი“ – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარაცია წარმოდგენილია მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებისაგან განსხვავებული საშუალების გამოყენებით და მიეთითება დეკლარაციის შევსების თარიღი. ამასთან, მე-14 გრაფაში მითითებული პირი ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.“;

კ) 22-ე მუხლის:

კ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გრაფა 1 „დეკლარაცია“ – გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება საბაჟო პროცედურის დასახელება – მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურა - „მიზ“, მეორეში – ციფრული კოდი „45“.“;

კ.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის „წითელი“ ან „ყვითელი“ დერეფნის შერჩევის დროს, როდესაც აღნიშნული საქონელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება გაფორმების ორგანოს დანიშნულებით, „თანმხლები დოკუმენტების“ გვერდზე არსებულ ველებში შეიტანება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვისა და კონტროლისათვის საჭირო ინფორმაცია და  სათანადო ციფრული კოდები კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად.“;

ლ) 23-ე მუხლის:

ლ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეექსპორტის განხორციელებისას დეკლარაციის გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 14, 16, 17, 17ა, 17ბ, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34ა, 34ბ, 35, 36, 38, 39, 40, 41, 43, 46, 48, 49, 54, A და C ივსება საქონლის ექსპორტში დეკლარირებისას საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად.“;

ლ.ბ) მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 21-ე და 25-ე გრაფებში უთითებს შესაბამის მონაცემებს, ხოლო „თანხლები დოკუმენტების“ გვერდზე – შესაბამის კოდს (მათ შორის, სატრანსპორტო დოკუმენტის კოდს) კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად; ან/და“;

მ) 24-ე მუხლის:

მ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების დროს ივსება: A, 1, 2, 8, 11, 12, 14, 15, 15ა, 17, 17ა, 18, 21, 22, 29, 31, 47, 49, 54 გრაფები. ამასთან:

ა) თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანისას (გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დამატებით ივსება 13, 33, 35 და 38 გრაფები;

ბ) თავისუფალი ზონის პროცედურაში საქონლის წინასწარ დეკლარირებისას დამატებით ივსება 13, 30, 33, 35, 38, 53 და D გრაფები;

გ) უცხოური საქონლის (რომელიც მოქცეული იყო სხვა საბაჟო პროცედურაში) თავისუფალ ზონაში გადატანის დროს დამატებით ივსება 13, 33, 35, 37, 38 და მე-40 გრაფები.“;

მ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 – 14 პუნქტები:

„11. გრაფა 13 „მომსახურების საფასური“ – ივსება მხოლოდ ამ პუნქტში მითითებულ შემთხვევებში და აღინიშნება:

ა) ციფრი „0“ – მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებისას, გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) ციფრი „1“ – საქონლის (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა) წინასწარი დეკლარირებისას, გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) ციფრი „5“ – როდესაც თავისუფალი ზონის პროცედურისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საბაჟო ორგანოში და დეკლარაციას ავსებს და არეგისტრირებს დეკლარანტი ან საბაჟო პროცედურისათვის საჭირო დოკუმენტები წარედგინება თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს;

დ) ციფრი „6“ – საქონლის (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა) წინასწარი დეკლარირებისას, როდესაც საქონლის გაფორმება გათავისუფლებულია მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან.

12. გრაფა 53. „დანიშნულების საბაჟო“ –  ივსება თავისუფალი ზონის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონამდე გადაადგილება, აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქონლის საბაჟო დეკლარაციით, გრაფაში მიეთითება დანიშნულების საბაჟო ორგანოს კოდი კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის მიხედვით.

13. გრაფა D – „კონტროლი დანიშნულების საბაჟოზე“ – გრაფა ივსება თავისუფალი ზონის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე, როდესაც აღნიშნული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონამდე გადაადგილება, აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქონლის საბაჟო დეკლარაციით. გრაფის განყოფილებაში „ვადა“ − გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ მიეთითება დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების თარიღი, რომელიც ამოირჩევა სისტემაში ინტეგრირებული კალენდრიდან. თუ გამოცხადების ვადა აღემატება ერთ დღეს, გამოცხადების დროდ ჩაითვლება გამოცხადების დღის 24.00 საათი, თუ გამოცხადების ვადა არ აღემატება ერთ დღეს – მიეთითება გამოცხადების ზუსტი დრო.

14. თავისუფალი ზონის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონამდე გადაადგილება, აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქონლის საბაჟო დეკლარაციით, „თანმხლები დოკუმენტების“ გვერდზე არსებულ ველებში შეიტანება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვისა და კონტროლისათვის საჭირო ინფორმაცია და  სათანადო ციფრული კოდები კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად.“;

მ.გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრაფები ივსება შესაბამის საბაჟო პროცედურის განხორციელებისას წარსადგენი საქონლის საბაჟო დეკლარაციის გრაფების შევსების წესის შესაბამისად, ხოლო თავისუფალი ზონის პროცედურის განხორციელებისას (გარდა მე-13, 53-ე და „D“ გრაფებისა) – თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად.“;

მ.დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გრაფების: 9, 16, 19, 20, 23, 24, 26, 27, 28, 34ა, 34ბ, 36, 39, 42, 43, 46 შევსება სავალდებულო არ არის და ივსება დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად.“;

ნ) 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმში“ ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებში კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი;“.

8. „თავისუფალი ზონის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №10) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თავისუფალი ზონის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის მიმართ თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება:

ა) სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირება, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იდენტიფიკაციის საშუალებების შემოწმება;

ბ) სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის გარეგნული დათვალიერება;

გ) თუ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ადგილი არა აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას, მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის გამოყენებით საქონლის საბაჟო დეკლარაციის დამუშავება და საბაჟო ფორმალობები შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.“.

9. „დროებით შემოტანის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №11):

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. დროებით შემოტანის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე წარდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დეკლარანტისათვის აღნიშნული საქონლის მფლობელობაში გადაცემის ვადა არანაკლებ 45 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევის კონკრეტულ ვადას.“;

ბ) დანართი №11–01 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №11–01

 

დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის

გ ა ნ რ ი გ ი

 

1. საბაჟო ორგანო ------------------------------------------------------------------------------------------

                                                                                                 (დასახელება)

2. დეკლარანტი (გადასახადის გადამხდელი) ---------------------------------------------------------

                                                                                                             (დასახელება)

3. დეკლარანტის საიდენტიფიკაციო ნომერი ----------------------------------------------------------

4. დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევის დღე (თარიღი) ----------------------------------

5. დროებით შემოტანის ვადა ----------------------------------------------------------------------------

6. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში გადასახდელი გადასახადები:

 

 

იმპორტის გადასახადი

სულ

თანხა, ლარი

 

 

 

 7. გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი:

 

გადახდის თარიღი

გადასახადის სახეობა და სახაზინო კოდი

სულ

 

იმპორტის გადასახადი

- – - – -

(სახაზინო კოდი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეკლარანტი -----------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში))

 

უფლებამოსილი პირი -------------------------------------------------------------------------------------

                                             (სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი)

 

შენიშვნა: გადახდის თარიღის გრაფაში იწერება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომდევნო თვის (თვეების) არაუგვიანეს 15 რიცხვი, ხოლო დროებით შემოტანის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის შეფასების მომდევნო თვის (თვეების) არაუგვიანეს 15 რიცხვი.“.

10. „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12) პირველი მუხლის მე-7–მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში 2022 წლის 14 მაისამდე დაშვებული პირი ვალდებულია, არაუგვიანეს 2022 წლის 14 ნოემბრისა, სსიპ – შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს განცხადება აღნიშნულ სისტემაში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ვადით მისი დაშვების თაობაზე. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდება შესაბამისი პირისათვის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში დაშვების გაუქმება.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 14 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი