დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 203 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017830 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნას ცვლილება და „საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20):
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ დანართის მიზნებისათვის, ტრანზიტის პროცედურის მფლობელი არის პირი, რომელიც წარადგენს „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებულ ტრანზიტის დეკლარაციას, ან პირი, რომლის დავალებითაც არის წარდგენილი ეს დეკლარაცია.“. 2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ტრანზიტის პროცედურის მფლობელი უფლებამოსილია, „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შეავსოს ტრანზიტის საბაჟო დეკლარაცია, თუ დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით და აქვს დაშვება „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“.“. 3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი: „111. გარანტიის საბაჟო ორგანო გასცემს საერთო გარანტიის სერტიფიკატს (დანართი №20-I-01) ან/და გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების სერტიფიკატს (დანართი №20-I-02), რომელთა მოქმედების ვადა არ აღემატება ხუთ წელს, თუმცა, გარანტიის საბაჟო ორგანოს მიერ ეს ვადა შეიძლება გაგრძელებულ იქნეს ერთხელ, არაუმეტეს ხუთი წლისა.“. 4. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №20-I-01 (საერთო გარანტიის სერტიფიკატი) და დანართი №20-I-02 (გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების სერტიფიკატი). |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები