„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017335
144
29/06/2020
ვებგვერდი, 30/06/2020
230210000.22.033.017335
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №144

2020 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16):

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) როდესაც თავისი სვლით გადაადგილებული (გარდა ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად გადაადგილებულისა და ამ პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), საქართველოში არარეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალება, მისი მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლით დადგენილ ვადაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის დატოვების მიზნით წარედგინება საბაჟო გამშვებ პუნქტს;“.

 2. მე-2 მუხლის:

 ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

 „გ) „ავტოსატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტი – ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“;

ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირების დროს რეექსპორტის დეკლარაციად ითვლება:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გაცემული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა (შემდგომში – მოწმობა) ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა (შემდგომში – ელექტრონული მოწმობა);

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაცია – ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“;

დ) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) რომელთა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

 „გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით – ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი