„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 373
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017263
373
06/12/2019
ვებგვერდი, 09/12/2019
230210000.22.033.017263
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №373

2019 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:
1. „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1):
ა) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ ქვეპუნქტი:

„ა.ე) 2019 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის:           

ა.ე.ა) 31 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული ერთზე მეტი გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა;         

ა.ე.ბ) მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის (იმპორტის გადასახდელების ოდენობის 1000 ლარზე მეტით შემცირებისათვის) დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა;

 ა.ე.გ) მე-10 ან მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის (4000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებისათვის) დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა;

ა.ე.დ) 32, მე-7, მე-16, მე-19, 26-ე ნაწილებით ან/და 290-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა;“;

ბ)  27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 168-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 172-ე და 173-ე მუხლებით, 2019 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-10, მე-11, მე-19−21-ე ნაწილებით გათვალისწინებული:

ბ.ა.ა) პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა, ან

ბ.ა.ბ) სამართალდარღვევის გამოვლენიდან უწყვეტი 6 თვის გასვლა;“;

გ)  29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იმპორტის გადასახდელის ოდენობის 1000 ლარზე მეტით შემცირებისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ან  მე-2 ნაწილით, 2019 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არსებობა;

დ) 4000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ან  მე-2 ნაწილით, 2019 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ან მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არსებობა;

ე) საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით, 2019 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ან 19​1 ნაწილით  გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არსებობა;

ვ) საბაჟო ღირებულების 4000 ლარზე მეტით გაზრდის ან შემცირებისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 173-ე მუხლით, 2019 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-20 ან 21-ე ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არსებობა;“.

2.  „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2):
ა)  პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„მუხლი 11. საბაჟო კონტროლის ზონა

1. საბაჟო საწყობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიებზე საბაჟო კონტროლის ზონები იქმნება აღნიშნულ საქმიანობებზე ნებართვების გაცემასთან ერთად. სხვა შემთხვევებში (საქართველოს საბაჟო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის გარდა) საბაჟო კონტროლის ზონა იქმნება საბაჟო ორგანოს უფროსის ბრძანებით, ტერიტორიის მესაკუთრესთან ან მფლობელთან შეთანხმებით.

 2. საქართველოს საბაჟო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს უფროსის ბრძანებით, საბაჟო ორგანოს ან სხვა დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) ინიციატივით, შესაძლებელია განისაზღვროს საბაჟო ფორმალობის მუდმივი ან დროებითი განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილი, რომელიც ასევე წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას.

 3. სხვა ადგილზე საბაჟო კონტროლის ზონის განსაზღვრის შესახებ განმცხადებლის ინიციატივის შემთხვევაში, პირი წერილობით მიმართავს საბაჟო ორგანოს და წარუდგენს დასაბუთებულ ინფორმაციას მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის საჭიროების თაობაზე.

4. საბაჟო კონტროლის ზონა უნდა იმყოფებოდეს ვიზუალური მეთვალ­ყუ­რეობის ქვეშ. ამისათვის იგი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ საბაჟო ორგანოს საშუალება ჰქონდეს თვალყური ადევნოს საბაჟო კონ­ტროლის ზონის მთელ ტერიტორიას, მიიღოს ინფორმაცია პირების, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ზონის ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ.

5. საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიებზე, საქონლის შენახვის სხვა ადგილებზე და საბაჟო ფორმალობის მუდმივი ან დროებითი განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილებში საბაჟო კონტროლის ზონა უქმდება აღნიშნულ საქმიანობებზე ნებართვის/თანხმობის გაუქმებასთან ერთად. ამასთან, ასეთი ტერიტორია ჩაითვლება დროებით საბაჟო კონტროლის ზონად მასში არსებული საქონლის გაფორმებამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში გადატანამდე.“;

ბ)  44-ე მუხლის:
ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 44. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი“;

ბ.ბ)  პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში (დეკლარანტის განცხადების საფუძველზე) კამერალური ან გასვლითი შემოწმების ჩატარებისას, შედეგები ფორმდება „საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტით“ დანართი №2-VI-01-ის შესაბამისად.

2. ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული შემთხვევისა) კამერალური ან გასვლითი შემოწმების შედეგები ფორმდება „საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტით“ დანართი №2-VI-02-ის შესაბამისად.“;

გ) 45-ე მუხლის:
გ.ა)  პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგები აისახება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში, რომელიც მტკიცდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანებით.

2. ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-13 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, როდესაც კონტროლი ხორციელდება დეკლარანტის წერილობითი განცხადების შესაბამისად, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტის საფუძველზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას – საბაჟო დეკლარაციაში ან/და რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ.“;

გ.ბ)  მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი შედეგებს აფიქსირებს  საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში.“;

დ)  დანართი №2-VI-01 და დანართი №2-VI-02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
3.  „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4):
ა)  პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ა) ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №9) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა ადგილზე საქონლის შენახვის შემთხვევაში;“;

ბ)  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „ბ) იგი აკმაყოფილებს ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს;“.

4.  „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6) პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5.  „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №7) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“-„ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ)  ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“/„ბათუმის“ დანიშნულებით გადაადგილებული  საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის მომენტიდან/მოწმობის რეგისტრაციის მომენტიდან და დასრულდება გამოცხადებისას საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ ელექტრონულად დადასტურებით, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №3) განსაზღვრული წესით;

მ) ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“/„ბათუმიდან“ ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონიდან სატრანსპორტო საშუალების გაშვების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და დასრულდება ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით; 

ნ) ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული ერთი საბაჟო საწყობიდან იმავე რადიუსში განლაგებულ მეორე საბაჟო საწყობამდე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 1 საათს, რომელიც აითვლება საბაჟო საწყობიდან სატრანსპორტო საშუალების გაშვების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და დასრულდება მეორე საბაჟო საწყობში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 11 მუხლის (გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტისა) მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.