„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017317
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
103
01/05/2020
ვებგვერდი, 04/05/2020
230210000.22.033.017317
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/05/2020 - 09/07/2020)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №103

2020 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) 32-მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გაიცემა მოწმობა (გარდა TIR წიგნაკით ან ATA წიგნაკით გადაადგილების შემთხვევისა), რომლითაც ხორციელდება „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეული საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის გადაადგილება.“.

2. „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 36-მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე განხორციელებული ნიშანდების შესახებ მონაცემები დააფიქსიროს რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობაში ან ელექტრონულად შევსებულ მოწმობაში, ასევე TIR წიგნაკით გადაადგილების შემთხვევაში – TIR წიგნაკის საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებელ მოსახევ ფურცელსა და ყუაზე, ხოლო ATA წიგნაკით გადაადგილების შემთხვევაში – ასევე ATA წიგნაკის ყდისა და შესაბამისი ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) უკანა გვერდზე მითითებული, საქონლის საერთო ჩამონათვალის მე-7 გრაფაში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის დათვალიერების შედეგად საქონლის შეუსაბამობა არ გამოვლინდა, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახდენს ხელახალ ნიშანდებას და აკეთებს აღნიშვნას თავის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ საქონლის თანმხლებ დოკუმენტებში, ასევე TIR წიგნაკით გადაადგილების შემთხვევაში – TIR წიგნაკის შესაბამის მოსახევ ფურცელსა და ყუაზე, ხოლო ATA წიგნაკით გადაადგილების შემთხვევაში – ასევე ATA წიგნაკის ყდისა და შესაბამისი ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) უკანა გვერდზე მითითებული, საქონლის საერთო ჩამონათვალის მე-7 გრაფაში. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო გამშვებ პუნქტში შეუძლებელია საქონლის დათვალიერება, საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ნიშანდებას და მოწმობით ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით გადაადგილდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონამდე ან საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე, სადაც განხორციელდება საქონლის დათვალიერება.“.

3. „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):

ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) ATA წიგნაკის გამოყენებით – „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციის (ATA კონვენცია) შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის ან იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით უცხოური საქონლის დროებით შემოტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ამ საქონლის რეექსპორტის განხორციელების მიზნით ATA წიგნაკის წარდგენის შემთხვევაში.“;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1ქვეპუნქტი:

„გ1) ATA წიგნაკის გამოყენებით გადაადგილებული საქონლისა;“;

გ) მე-7 მუხლის:

გ.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გრაფა 7 – „საცნობარო ნომერი“ – ეთითება მოწმობის უნიკალური ნომერი, რომელიც ენიჭება სისტემაში დაშვებული თითოეული პირის, ან საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ელექტრონულად შევსებული მოწმობის რეგისტრაციისას ან TIR წიგნაკით ან ATA წიგნაკით გადაადგილებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემების ელექტრონულად რეგისტრაციისას.“;

გ.ბ) 24-პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1ქვეპუნქტი:

„დ1) საქონლის ATA წიგნაკით გადაადგილებისას:

1.ა) განყოფილებაში „პრინციპალი“ მიეთითება „101“, სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება სიტყვა „ATA წიგნაკი“;

1.ბ) განყოფილებაში „წარმდგენი“ მიეთითება გამგზავნ საბაჟო ორგანოში ATA წიგნაკის წარმდგენი ფიზიკური პირის სახელი, გვარი;

1.გ) განყოფილებაში „თარიღი“ პირველ ნაწილში მიეთითება „დ1.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ფიზიკური პირის პირადი ნომერი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მიეთითება პასპორტის ნომერი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პასპორტში არ ფიქსირდება პირადი ნომერი;

1.დ) განყოფილებაში „თარიღი“ მეორე ნაწილში ეთითება ATA წიგნაკის გაცემის თარიღი;“;

გ.გ) 25-პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. გრაფა 52 „გარანტია“ – გრაფაში:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისათვის TIR წიგნაკის წარდგენის შემთხვევაში:

ა.ა) პირველ განყოფილებაში მიეთითება TIR წიგნაკის სერია და ნომერი (სასვენი ნიშნების, შორისის და დეფისის გარეშე);

ა.ბ) მეორე განყოფილებაში – TIR წიგნაკის იმ მოსახევი ფურცლის რიგითი ნომერი (მითითებულია ფურცლის მარცხენა კიდეზე წითელი შრიფტით PAGE), რომლითაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლზე აყვანა;

ა.გ) მესამე განყოფილებაში – TIR წიგნაკის ყდის მე-2 და მე-3 გრაფების ან მოსახევი ფურცლის მე-4 გრაფაში დასმული სატრანსპორტო ფირმის ასოითი კოდი;

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისათვის ATA წიგნაკის წარდგენის შემთხვევაში:

ბ.ა) პირველ განყოფილებაში მიეთითება ATA წიგნაკის ნომერი (სასვენი ნიშნების, შორისის და დეფისის გარეშე);

ბ.ბ) მეორე განყოფილებაში – ATA წიგნაკის იმ ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) ნომერი (მითითებულია შესაბამისი ვაუჩერის „G“ გრაფაში), რომლითაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის საბაჟო კონტროლზე აყვანა;

ბ.გ) მესამე განყოფილებაში – ATA წიგნაკის ყდის წინა გვერდის „G.b“ გრაფაში მითითებული „წიგნაკის გამცემი ასოციაციის“ სახელწოდება.“;

გ.დ) 32-პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გრაფის განყოფილებაში „ვადა“ − მიეთითება გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ დანიშნულების საბაჟო ორგანოში ან დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი (გარდა საქონლის დროებით შემოტანის პროცედურაში მოსაქცევად ATA წიგნაკის წარდგენის შემთხვევისა), რომელიც ამოირჩევა სისტემაში ინტეგრირებული კალენდრიდან. თუ გამოცხადების ვადა აღემატება ერთ დღეს, გამოცხადების დროდ ჩაითვლება გამოცხადების დღის 24.00 საათი, თუ გამოცხადების ვადა არ აღემატება ერთ დღეს – მიეთითება გამოცხადების ზუსტი დრო; გამოკვლევის (ექსპერტიზის) ჩატარების მიზნით საბაჟო კონტროლის ზონიდან დროებით გატანილი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში მიეთითება საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე დაბრუნების თარიღი, რომელიც განისაზღვრება საქონლის მფლობელთან/მესაკუთრესთან შეთანხმებით და არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს; საქონლის დროებით შემოტანის პროცედურაში მოსაქცევად ATA წიგნაკის წარდგენის შემთხვევაში – დროებითი შემოტანის პროცედურის დასრულების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ამ წიგნაკის ან „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის „A დანართის“ მე-14 მუხლის შესაბამისად გაცემული და საბაჟო ორგანოს მიერ დადასტურებული „შემცვლელი დოკუმენტის“ ძალაში ყოფნის ვადას.“;

დ) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, როდესაც დროებით შემოტანილი საქონელი გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, მათ შორის, ATA წიგნაკის გამოყენებით დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის შემთხვევაში – როდესაც ეს საქონელი სრულად გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან (ATA წიგნაკის გამოყენებით დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ნაწილობრივ გატანის განზრახვის შემთხვევაში მოწმობის კონტროლიდან მოხსნა ხორციელდება გაფორმების საბაჟო ორგანოს მიერ, სადაც ხორციელდება დროებით შემოტანილი საქონლის ნაწილის რეექსპორტში დეკლარირება, ხოლო საქონლის დანარჩენი ნაწილი ექცევა სხვა საბაჟო პროცედურაში ან მის მიმართ ხორციელდება საქონლის განკარგვის ღონისძიებები);“;

ე) მე-14 მუხლის 24-პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. გრაფაში „დამატებითი ინფორმაცია გამგზავნი საბაჟო ორგანო“ – გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ მიეთითება ინფორმაცია, რომელიც სტანდარტულ გრაფებში ვერ მოხვდა და მისი მითითება აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად. სატრანსპორტო საშუალების გამგზავნ საბაჟო ორგანოში აწონვის შემთხვევაში მიეთითება წონა ციფრებით კგ-ში. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისათვის ATA წიგნაკის წარდგენის შემთხვევაში ამ გრაფაში მიეთითება ATA წიგნაკის იმ ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) ნომერი (მითითებულია შესაბამისი ვაუჩერის „G“ გრაფაში), რომლითაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის საბაჟო კონტროლზე აყვანა და ATA წიგნაკის ყდის წინა გვერდის „G.b“ გრაფაში მითითებული „წიგნაკის გამცემი ასოციაციის“ სახელწოდება.“;

ვ) მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 მუხლი:

მუხლი 19. ATA წიგნაკის შევსება, რეგისტრაცია და დადასტურება

1. „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციის (ATA კონვენცია) შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის ან იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით უცხოური საქონლის დროებით შემოტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ამ საქონლის რეექსპორტის განხორციელების მიზნით ATA წიგნაკის წარდგენის შემთხვევაში საბაჟო ორგანო ან სისტემაში დაშვებული პირი უზრუნველყოფს ATA წიგნაკის შესახებ მონაცემების ელექტრონულად შეტანას მოწმობის ელექტრონულ ფორმატში (გარდა ფიზიკური პირის მიერ ATA წიგნაკის გამოყენებით საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე ბარგით ან/და ხელბარგით გადაადგილებისა, რა დროსაც ATA წიგნაკის შესახებ მონაცემები ელექტრონულად აისახება ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოწმობისათვის „eCustoms“-ის მიერ მინიჭებული „D“ ნომერი მიეთითება:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანის პროცედურაში დეკლარირების შემთხვევაში – ATA წიგნაკის თეთრი ძირითადი გვერდის (ყუის) „იმპორტის“ განყოფილების მე-3 გრაფაში და „იმპორტის“ (თეთრი ფერის) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „H.c“ გრაფაში;

ბ) დროებით შემოტანის პროცედურაში დეკლარირებული საქონლის უკან დაბრუნების (რეექსპორტის) შემთხვევაში – ATA წიგნაკის თეთრი ძირითადი გვერდის (ყუის) „რეექსპორტის“ განყოფილების მე-4 გრაფაში და „რეექსპორტის“ (თეთრი ფერის) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „H.d“ გრაფაში;

გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის შემთხვევაში – ATA წიგნაკის „ტრანზიტის“ (ცისფერი) ძირითადი გვერდის (ყუის) პირველი ნაწილის მე-3 გრაფასა და „ტრანზიტის“ (ცისფერი) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „H.c“ გრაფაში.

3. ATA წიგნაკის გამოყენებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანის პროცედურაში დეკლარირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ ATA წიგნაკის:

ა) თეთრი ძირითადი გვერდის (ყუის) „იმპორტის“ განყოფილების პირველ გრაფაში აღინიშნება „საქონლის საერთო ჩამონათვალში“ მითითებული იმ საქონლის რიგითი ნომრები, რომლის დროებით შემოტანაც ხდება კონკრეტულ შემთხვევაში, მე-2 გრაფაში – საქონლის დროებით შემოტანისათის განსაზღვრული ვადა, მე-3 გრაფა ივსება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მე-4 გრაფაში მიეთითება საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია, მე-5 გრაფაში – ამ საბაჟო გამშვები პუნქტის კოდი კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მე-6 და მე-7 გრაფებში მიეთითება შევსების ადგილი და თარიღი, ხოლო მე-8 გრაფაში დაესმება უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი/დამღა;

ბ) „იმპორტის“ (თეთრი ფერის) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „H“ გრაფა ივსება შესაბამისი დასახელებებისა და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.

4. ATA წიგნაკის გამოყენებით დროებით შემოტანის პროცედურაში დეკლარირებული საქონლის უკან დაბრუნების (რეექსპორტის) შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მიერ ივსება ATA წიგნაკის თეთრი ძირითადი გვერდის (ყუის) „რეექსპორტის“ განყოფილება და „რეექსპორტის“ (თეთრი ფერის) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „H“ გრაფა, შესაბამისი დასახელებების მიხედვით, მათ შორის:

ა) ATA წიგნაკის თეთრი ძირითადი გვერდის (ყუის) „რეექსპორტის“ განყოფილების პირველ გრაფაში აღინიშნება „საქონლის საერთო ჩამონათვალში“ მითითებული იმ საქონლის რიგითი ნომრები (ATA წიგნაკის „რეექსპორტის“ (თეთრი ფერის) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „F“ გრაფაში მითითებული ინფორმაციის გათვალისწინებით), რომლის რეექსპორტი ხორციელდება; მე-2 გრაფაში მიეთითება ინფორმაცია საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი იმ საქონლის მიმართ განხორციელებული ქმედებ(ებ)ის (საბაჟო პროცედურაში მოქცევა, საქონლის განკარგვა ან სხვ.) შესახებ, რომლის რეექსპორტიც არ ხორციელდება; მე-3 გრაფაში მიეთითება ინფორმაცია დროებით შემოტანილი იმ საქონლის მიმართ განხორციელებული ქმედებ(ებ)ის (საქონლის განკარგვა, საბაჟო სამართალდარღვევის დაფიქსირება, იმპორტის გადასახდელების დარიცხვა ან სხვ.) შესახებ, რომელიც არ არის წარდგენილი საბაჟო ორგანოსათვის და არც მათი შემდგომი რეექსპორტი განხორციელდება; მე-5 – მე-8 გრაფები ივსება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, რეექსპორტის დასრულებისას;

ბ) ATA წიგნაკის „რეექსპორტის“ (თეთრი ფერის) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „H“ გრაფა ივსება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, რეექსპორტის დასრულებისას.

5. ATA წიგნაკის გამოყენებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის შემთხვევაში:

ა) გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ ივსება ATA წიგნაკის „ტრანზიტის“ (ცისფერი) ძირითადი გვერდის (ყუის) პირველი ნაწილი და „ტრანზიტის“ (ცისფერი) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „H.a“ – „H.e“ გრაფები დასახელების შესაბამისად (მათ შორის, „H.b“ გრაფაში მიეთითება საქონლის ტრანზიტის ვადა, „H.c“ ივსება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტების კოდები მიეთითება კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის შესაბამისად), რის შემდეგაც დაესმება დამღა „აყვანილია კონტროლზე“, დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება ამ საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის (კონტროლზე აყვანის) თარიღი, უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი;

 ბ) ATA წიგნაკს კონტროლიდან ხსნის დანიშნულების საბაჟო ორგანო, რომელიც ავსებს ATA წიგნაკის „ტრანზიტის“ (ცისფერი) ძირითადი გვერდის (ყუის) მეორე ნაწილს და „ტრანზიტის“ (ცისფერი) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „H.f“ და „H.g“ გრაფებს დასახელების შესაბამისად. ATA წიგნაკის კონტროლიდან მოხსნის მიზნით, ATA წიგნაკის „ტრანზიტის“ (ცისფერი) ძირითადი გვერდის (ყუის) მე-2 ნაწილში მიეთითება „eCustoms“-ის მიერ მინიჭებული „R“ ნომერი, ამავე ნაწილის მე-6 გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა „მოხსნილია კონტროლიდან“, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება კონტროლიდან მოხსნის თარიღი, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი ან საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მრგვალი ბეჭედი. ამასთან, მოწმობის ელექტრონულ ფორმატში „I“ გრაფის განყოფილებაში „შენიშვნა“ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი უთითებს ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათის მონაცემებს.

6. ATA წიგნაკის გამოყენებით საქონლის დროებით შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გასაგრძელებლად საბაჟო ორგანოსათვის „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის „A დანართის“ მე-14 მუხლის შესაბამისად გაცემული „შემცვლელი დოკუმენტის“ (ახალი ATA წიგნაკის) წარმოდგენის შემთხვევაში, მისი დადასტურების მიზნით საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საქონლის დროებით შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე და თანხმობის შემთხვევაში:

ა) „შეცვლილი დოკუმენტის“ (თავდაპირველი ATA წიგნაკის) „რეექსპორტის“ (თეთრი ფერის) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „H.f“ გრაფაში უთითებს შემცვლელი დოკუმენტის (ახალი ATA წიგნაკის) ნომერსა და გაცემის თარიღს, ამ ვაუჩერის „H“ გრაფას ადასტურებს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით/დამღით და ახორციელებს ამ მონაცემების ელექტრონულად შეტანას მოწმობის ელექტრონულ ფორმატში, მის კონტროლიდან მოხსნასა და ახალი მოწმობის გამოწერას შემცვლელი დოკუმენტის (ახალი ATA წიგნაკის) მონაცემების მიხედვით. ამ შემთხვევაში, „შეცვლილი დოკუმენტით“ (თავდაპირველი ATA წიგნაკით) განხორციელებული საბაჟო პროცედურა ითვლება დასრულებულად;

ბ) „შემცვლელი დოკუმენტის“ (ახალი ATA წიგნაკის) „იმპორტის“ (თეთრი ფერის) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „H.b“ გრაფაში უთითებს ინფორმაციას გაგრძელებული ვადის შესახებ, ხოლო „H.d“ გრაფაში – „შეცვლილი დოკუმენტის“ (თავდაპირველი ATA წიგნაკის) ნომერს, მის გაცემის თარიღსა და „შეცვლილი დოკუმენტით“ განსაზღვრული თავდაპირველი ვადის შესახებ.

7. „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციის (ATA კონვენცია) შესაბამისად, საქართელოს საბაჟო ტერიტორიიდან საქართველოს საქონლის დროებით დაბრუნების პირობით გატანისა (ექსპორტის პროცედურის გამოყენების) და ამ საქონლის უკან დაბრუნების მიზნით ATA წიგნაკის წარდგენის შემთხვევაში, ATA წიგნაკის შევსება და მის შესახებ მონაცემების ელექტრონულად შეტანა საბაჟო დეკლარაციაში ხორციელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციისა (დანართი №8) და „ექსპორტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №15) შესაბამისად.“.

4. „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5):

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ.თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ი“ ქვეპუნქტი:

„გ.ი) „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციის (ATA კონვენცია) შესაბამისად.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ATA წიგნაკი.“;

ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას საქონელი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა) ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის/ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.“.

5. „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №7):

 ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ATA წიგნაკი – „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციის (ATA კონვენცია) საფუძველზე გაცემული საერთაშორისო დოკუმენტი.“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციის (ATA კონვენცია) შესაბამისად – თუ გადაზიდვა იწყება და სრულდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ – ATA წიგნაკის გამოყენებით.“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“–„ა.ვ“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ითვლება საბაჟო დეკლარაციად.“;

ბ.გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ATA წიგნაკის გამოყენებით საქონლის ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) ამოწმებს ATA წიგნაკის „ტრანზიტის“ (ცისფერი) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „A“ – „G“ გრაფებში მითითებულ ინფორმაციას და ადარებს მას „საქონლის საერთო ჩამონათვალში“ ასახულ მონაცემებს;

ბ) ATA წიგნაკის „ტრანზიტის“ (ცისფერი) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „H“ გრაფასა და ამ წიგნაკის ცისფერი ძირითადი გვერდის (ყუის) „ტრანზიტის“ განყოფილებას ავსებს, ადასტურებს და არეგისტრირებს ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №3) დადგენილი წესით;

გ) ATA წიგნაკიდან ხევს და ინახავს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შევსებულ, „ტრანზიტის“ (ცისფერ) ვაუჩერს.“;

გ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ATA წიგნაკის გამოყენებით საქონლის ტრანზიტული გადაადგილებისას საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, თუ ამ ვალდებულების შესაბამისი იმპორტის გადასახდელების ოდენობა აღემატება ATA წიგნაკით გათვალისწინებული საგარანტიო თანხის ოდენობას, სხვაობის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება საქონლისა და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირს.“;

დ) მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1ქვეპუნქტი:

„დ1) ATA წიგნაკის წარდგენა საბაჟო დეკლარაციის ნაცვლად;“.

6. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციის (ATA კონვენცია) შესაბამისად გადაადგილებული უცხოური საქონლის დეკლარირება დროებით შემოტანის (იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით) ან ტრანზიტის პროცედურაში ან რეექსპორტში შესაძლებელია საბაჟო გამშვებ პუნქტში ATA წიგნაკის წარდგენით.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „1ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „2ქვეპუნქტი:

„ჰ2) „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციის (ATA კონვენცია) შესაბამისად გადაადგილებული საქონლის ექსპორტის (დროებით, დაბრუნების პირობით) პროცედურაში დეკლარირების და ამ საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში – ATA წიგნაკი.“;

გ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციით ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციით (ATA კონვენცია) გათვალისწინებული, ATA წიგნაკის გამოყენებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან დროებით, დაბრუნების პირობით გატანილი (ექსპორტის პროცედურა) საქონლის იმავე წიგნაკის გამოყენებით უკან დაბრუნების შეთხვევაში, ამ საქონლის იდენტიფიცირება ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) ამოწმებს ATA წიგნაკის „რეიმპორტის“ (ყვითელი ფერის) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „A“ – „G“ გრაფებში მითითებულ ინფორმაციას და ადარებს მას „საქონლის საერთო ჩამონათვალში“ ასახულ მონაცემებს;

ბ) ავსებს ATA წიგნაკის „რეიმპორტის“ (ყვითელი ფერის) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „H“ გრაფას შესაბამისი დასახელებების მიხედვით, მათ შორის, „H.b“ გრაფაში ასახავს იმ საბაჟო გამშვები პუნქტის კოდს (კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის შესაბამისად), რომელმაც დაადასტურა ATA წიგნაკის გამოყენებით ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან დროებით, დაბრუნების პირობით გატანა (ექსპორტის პროცედურაში მოქცევა) და ადასტურებს ამ გრაფას უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით და პირადნომრიანი ბეჭედით/დამღით. ამ ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) უკანა გვერდის („საქონლის საერთო ჩამონათვალი“) მე-7 გრაფა ივსება საჭიროების შემთხვევაში;

გ) ავსებს ATA წიგნაკის ყვითელი ძირითადი გვერდის (ყუის) „რეიმპორტის“ განყოფილებას შესაბამისი დასახელებების მიხედვით, მათ შორის, პირველი გრაფის შევსებას ახორციელებს ATA წიგნაკის „რეიმპორტის“ (ყვითელი ფერის) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „F“ გრაფაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით;

დ) ATA წიგნაკიდან ხევს და ინახავს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შევსებულ, „რეიმპორტის“ (ყვითელი ფერის) ვაუჩერს.“;

დ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით დროებით შემოტანის ან ტრანზიტის პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებულ, „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციით ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციით (ATA კონვენცია) გათვალისწინებულ საქონელზე, რომლის დეკლარირებაც ხორციელდება ATA წიგნაკით.“;

ე) მე-15 მუხლის:

ე.ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. გრაფა 15 „გამომგზავნი ქვეყანა“ – აღინიშნება საქონლის საქართველოში გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო საბაჟო პროცედურის შეცვლის დროს საქონლის დეკლარირებისას გამომგზავნ ქვეყნად მიიჩნევა წინმსწრები დეკლარაციის, მოწმობის ან სხვა დოკუმენტის შესაბამის გრაფაში მითითებული ქვეყანა.“;

ე.ბ) 43-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„43. გრაფა 40 „წინმსწრები დოკუმენტი“ – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების გაცხადებამდე საქონლის მიმართ გამოყენებული იყო სხვა საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი. გრაფაში აღინიშნება წინმსწრები დეკლარაციის, მოწმობის ან სხვა დოკუმენტის ნომერი და გაფორმების წელი.“;

ვ) 25-მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციის (ATA კონვენცია) შესაბამისად გადაადგილებულ საქონელზე.“;

ზ) 27-მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციით ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციით (ATA კონვენცია) გათვალისწინებული საქონლის ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ბარგით ან/და ხელბარგით გადაადგილებისას, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში აისახება ATA წიგნაკით გათვალისწინებული მინიმალური მონაცემები.“;

თ) 28-მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციით ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციით (ATA კონვენცია) გათვალისწინებული საქონლისა) დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციით (დანართი №8-VII-01).“.

7. „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №9) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო საწყობიდან საქონლის გატანისას საბაჟო ორგანოს წარედგინება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობა) ან საქონლის საბაჟო დეკლარაცია ან რეექსპორტის დეკლარაცია ან საბაჟო ორგანოსთვის მისაღები სხვა დოკუმენტი (TIR წიგნაკი, ATA წიგნაკი, საქონლის განკარგვის აქტი ან სხვ.).“.

8. „დროებითი შემოტანის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №11):

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.გ“ ქვეპუნქტი:

„დ.გ) ATA წიგნაკით – „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციით ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციით (ATA კონვენცია) გათვალისწინებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით დროებით შემოტანისას.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ATA წიგნაკის გამოყენებით საქონლის დროებით შემოტანის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) ამოწმებს არის თუ არა ATA წიგნაკი დადასტურებული შესაბამისი კონვენცი(ებ)ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ, მოქმედებს თუ არა ეს ATA წიგნაკი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (მითითებულია წიგნაკის ყდის „P“ გრაფაში) და ხომ არ შეიცავს დროებით შემოტანის პროცედურაში მოსაქცევად აკრძალულ საქონელს;

ბ) ამოწმებს ATA წიგნაკის „იმპორტის“ (თეთრი ფერის) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „A“ – „G“ გრაფებში მითითებულ ინფორმაციას და ადარებს მას „საქონლის საერთო ჩამონათვალში“ ასახულ მონაცემებს;

გ) ATA წიგნაკის „იმპორტის“ (თეთრი ფერის) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „H“ გრაფასა და ამ წიგნაკის თეთრი ძირითადი გვერდის (ყუის) „იმპორტის“ განყოფილებას ავსებს, ადასტურებს და არეგისტრირებს ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-19 მუხლით დადგენილი წესით;

დ) ATA წიგნაკიდან ხევს და ინახავს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შევსებულ „იმპორტის“ (თეთრი ფერის) ვაუჩერს.“;

ბ) მე-8 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ATA წიგნაკის გამოყენებით საქონლის დროებით შემოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ წიგნაკის ან „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის „A დანართის“ მე-14 მუხლის შესაბამისად გაცემული და საბაჟო ორგანოს მიერ დადასტურებული „შემცვლელი დოკუმენტის“ ძალაში ყოფნის პერიოდს.“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ATA წიგნაკის გამოყენებით საქონლის დროებით შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია:

ა) „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის „A დანართის“ მე-14 მუხლის შესაბამისად გაცემული „შემცვლელი დოკუმენტის“ წარდგენის შემთხვევაში. საბაჟო ორგანოს მიერ „შემცვლელი დოკუმენტის“ (ახალი ATA წიგნაკის) შევსება, დადასტურება და „შეცვლილი დოკუმენტით“ (თავდაპირველი ATA წიგნაკით) განხორციელებული საბაჟო პროცედურის დასრულება ხორციელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-19 მუხლით დადგენილი წესით;

ბ) საბაჟო დეკლარაციის წარდგენით საქონლის ხელახალი დეკლარირებით – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათალისწინებული დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.“;

გ) მე-9 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1პუნქტი:

„11. ATA წიგნაკის გამოყენებით დროებით შემოტანილ საქონელზე პროცედურის დასრულების მიზნით, დროებით შემოტანის ვადის გასვლამდე (თუ გაგრძელებული არ იქნება დროებით შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა):

ა) საქონლის სრულად გატანის შემთხვევაში საქონელი უნდა წარედგინოს საბაჟო გამშვებ პუნქტს, საიდანაც მოხდება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო ფორმალობების დაცვით;

ბ) საქონლის ნაწილის გატანის შემთხვევაში ეს საქონელი უნდა წარედგინოს უახლოეს გაფორმების საბაჟო ორგანოს, სადაც ხორციელდება დროებით შემოტანილი საქონლის ნაწილის რეექსპორტში დეკლარირება, ხოლო საქონლის დანარჩენი ნაწილი ექცევა სხვა საბაჟო პროცედურაში ან მის მიმართ ხორციელდება საქონლის განკარგვის ღონისძიებები.“;

გ.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ATA წიგნაკის გამოყენებით დროებით შემოტანილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელ მტკიცებულებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, წარმოადგენს სათანადო წესით შევსებული და დამოწმებული ATA წიგნაკის თეთრი ძირითადი გვერდის (ყუის) „რეექსპორტის“ განყოფილება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, შესაბამისი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელ მტკიცებულებად ჩათვალოს „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის „A დანართის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.“.

9. „ექსპორტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №15):

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციის (ATA კონვენცია) შესაბამისად, ATA წიგნაკის გამოყენებით საქართველოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დროებით, დაბრუნების პირობით გატანის შემთხვევაში, ექსპორტის პროცედურაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება გაფორმების საბაჟო ორგანოში საქონლის საბაჟო დეკლარაციის (ხოლო ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ბარგით ან/და ხელბარგით გადაადგილებისას – ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის) წარდგენით.

22. ამ მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) ამოწმებს ATA წიგნაკის „ექსპორტის“ (ყვითელი ფერის) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „A“ – „G“ გრაფებში მითითებულ ინფორმაციას და ადარებს მას „საქონლის საერთო ჩამონათვალში“ ასახულ მონაცემებს;

ბ) ავსებს ATA წიგნაკის ყდის წინა გვერდის „H“ გრაფას, შესაბამისი დასახელებების მიხედვით (მათ შორის, ამ მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის ნომერსა და თარიღს ასახავს ATA წიგნაკის ყდის წინა გვერდის „H.c“ გრაფაში), ხოლო საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ მონაცემებს ასახავს წიგნაკის ყდის წინა გვერდის „H.a“ გრაფასა და ყდის უკანა გვერდის („საქონლის საერთო ჩამონათვალი“) მე-7 გრაფაში;

გ) ავსებს ATA წიგნაკის ყვითელი ძირითადი გვერდის (ყუის) „ექსპორტის“ განყოფილებას შესაბამისი დასახელებების მიხედვით, მათ შორის, პირველი გრაფის შევსებას ახორციელებს ATA წიგნაკის „ექსპორტის“ (ყვითელი ფერის) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „F“ გრაფაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, ხოლო მე-2 გრაფაში მიუთითებს ექსპორტის პროცედურით გასატანი საქონლის უკან დაბრუნების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ATA წიგნაკის მოქმედების ვადას. ATA წიგნაკის ყვითელი ძირითადი გვერდის (ყუის) „ექსპორტის“ განყოფილების მე-4 – მე-7 გრაფების დადასტურება უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭედით/დამღით ხორციელდება იმ საბაჟო გამშვებ პუნქტში, რომლის გავლითაც ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონელი ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას;

დ) ავსებს ATA წიგნაკის „ექსპორტის“ (ყვითელი ფერის) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „H“ გრაფას შესაბამისი დასახელებების მიხედვით (მათ შორის, „H.b“ გრაფაში ასახავს საქონლის უკან დაბრუნების ვადას ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად) და საჭიროების შემთხვევაში ამ ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) უკანა გვერდის („საქონლის საერთო ჩამონათვალი“) მე-7 გრაფას;

ე) ATA წიგნაკიდან ხევს და ინახავს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შევსებულ „ექსპორტის“ (ყვითელი ფერის) ვაუჩერს.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის ექსპორტის პროცედურის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ საქონლის საბაჟო დეკლარაციის (ხოლო ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ბარგით ან/და ხელბარგით გადაადგილებისას – ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის) კონტროლიდან მოხსნითა და ATA წიგნაკის ყდის წინა გვერდის „H.b“, „H.c“ და „H.d“ გრაფებისა და ყვითელი ძირითადი გვერდის (ყუის) „ექსპორტის“ განყოფილების მე-4 – მე-7 გრაფების შევსებით.“;

ბ.ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ მუხლის მე-5 – მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქართველოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დროებით, დაბრუნების პირობით გატანა ხორციელდება ATA წიგნაკის გამოყენებით, წიგნაკის ყდის უკანა გვერდის („საქონლის საერთო ჩამონათვალი“) მე-7 გრაფასა და „ექსპორტის“ (ყვითელი ფერის) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) უკანა გვერდის („საქონლის საერთო ჩამონათვალი“) მე-7 გრაფაში იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ ინფორმაციას ავსებს შესაბამისი საბაჟო ორგანო.“.

10. „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) როდესაც განზრახულია საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების, დროებით შემოტანის (მათ შორის, „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციის (ATA კონვენცია) შესაბამისად, ATA წიგნაკის გამოყენებით) პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტი;“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დროებით შემოტანის პროცედურაში ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი ხორციელდება დროებით შემოტანისას დამოწმებული დეკლარაციისა და თანდართული ნუსხის წარდგენით, ხოლო მოწმობით დეკლარირებულისა – საქონლის შემოტანისას გამოწერილი მოწმობის წარდგენით. დროებით შემოტანის პროცედურაში ATA წიგნაკის გამოყენებით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი ხორციელდება დროებით შემოტანისას შევსებული და დამოწმებული ATA წიგნაკის (რომელიც ითვლება რეექსპორტის დეკლარაციად) წარდგენით.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დროებით შემოტანის პროცედურაში ATA წიგნაკის გამოყენებით დეკლარირებული საქონლის ამავე წიგნაკის გამოყენებით რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) ამოწმებს ATA წიგნაკის „რეექსპორტის“ (თეთრი ფერის) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „A“ – „G“ გრაფებში მითითებულ ინფორმაციას და ადარებს მას „საქონლის საერთო ჩამონათვალში“ ასახულ მონაცემებს;

ბ) ATA წიგნაკის „რეექსპორტის“ (თეთრი ფერის) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „H“ გრაფასა და ამ წიგნაკის თეთრი ძირითადი გვერდის (ყუის) „რეექსპორტის“ განყოფილებას ავსებს, ადასტურებს და არეგისტრირებს ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-19 მუხლით დადგენილი წესით;

გ) ATA წიგნაკიდან ხევს და ინახავს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შევსებულ „რეექსპორტის“ (თეთრი ფერის) ვაუჩერს.“;

გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დროებით შემოტანის პროცედურაში ATA წიგნაკის გამოყენებით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №3) დადგენილი წესით.“.

11. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) „ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“ „506-ე“ გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „509-ე“ გრაფა:

509

ATA წიგნაკი

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი