„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 419
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017276
419
27/12/2019
ვებგვერდი, 27/12/2019
230210000.22.033.017276
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №419

2019 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:
1. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ხ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის/მისი ოფიციალური წარმომადგენლობის ან სატრანსპორტო საშუალების ქარხნულად ადაპტირების განმახორციელებელი სხვა პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ გამოყენებისათვის ქარხნულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების დამოუკიდებლად მართვის ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილების მიზნით;“.

2.  „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.თ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.თ.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის/მისი ოფიციალური წარმომადგენლობის ან სატრანსპორტო საშუალების ქარხნულად ადაპტირების განმახორციელებელი სხვა პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ გამოყენებისათვის ქარხნულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების დამოუკიდებლად მართვის ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილების მიზნით;“.

3.  „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) „ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“ „491“ კოდის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

491

სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის/მისი ოფიციალური წარმომადგენლობის ან სატრანსპორტო საშუალების ქარხნულად ადაპტირების განმახორციელებელი სხვა პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ქარხნულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების დამოუკიდებლად მართვის ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილების მიზნით.

მუხლი 2
 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.