„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 400
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017636
400
07/12/2022
ვებგვერდი, 08/12/2022
230210000.22.033.017636
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №400

2022 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (https://matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):

1. მე-6 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით საქონლის გადაადგილებისას, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული საბაჟო საწყობიდან საქონლის გადაადგილებისას, ასევე ერთი პირის მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობებს შორის საქონლის (გარდა აქციზური საქონლისა) გადაადგილებისას − საწყობის მფლობელს;“;

ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ერთი პირის მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობებს შორის საქონლის (გარდა აქციზური საქონლისა) გადაადგილებისას შევსებული მოწმობის რეგისტრაცია „eCustoms“-ის მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საბაჟო საწყობის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის მიერ.“;

გ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. საფოსტო გზავნილით გადაადგილებული საქონლის რეექსპორტისას ან ერთი საფოსტო გადამზიდავის მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობებს შორის საფოსტო გზავნილების გადაადგილებისას შევსებული მოწმობის რეგისტრაცია „eCustoms“-ის მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საფოსტო გადამზიდავის მიერ.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოწმობის ორივე ეგზემპლარი, გარდა საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით მოწმობის მხოლოდ ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევისა, დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის პირადნომრიანი ბეჭდით ან საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მრგვალი ბეჭდითა და უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით.“.

3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების ვადას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი