დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 52 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 11/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017454 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ) „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის VI დანართში მითითებული საქონლის (სამშენებლო პროდუქტები) იმპორტის შემთხვევაში – საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შევსებული და დადასტურებული „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“. ამასთან, „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარ შეტყობინებასთან“ ერთად ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება საქონლის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობა, მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს;“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები