დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 24 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 26/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017790 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) №2-I-02 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2-I-02 ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის ნუსხა, რომელთა მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და გაფორმების საბაჟო ფორმალობები ხორციელდება პრიორიტეტული წესით
“. 2. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8): ა) 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სეს ესნ-ის 8426 41 და 8426 49 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებულ თვითმავალ მექანიზმებზე, 8427 10 და 8427 20 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებულ თვითმავალ სატვირთველებზე, 8429, 8701, 8702, 8703 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული კვადროციკლებისა, ძრავას ცილინდრების მუშა მოცულობით არაუმეტეს 50 სმ3-ისა), 8704, 8705, 8709, 8710, 8711 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული ველოსიპედებისა, ბალანსზე დამყარებული მართვის სისტემის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოტოციკლებისა (მოპედების ჩათვლით)), 8716 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული ხელის ურიკებისა, ველოსიპედის მისაბმელებისა და 8716 90 სასაქონლო სუბპოზიით გათვალისწინებული ნაწილებისა) სასაქონლო პოზიციებით და 88, 89 (8903 11, 8903 12, 8903 19 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული გასაბერი ნავების გარდა) სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმში“ (ბაქოს ქ. №11-ში) საზღვაო გზით შემოტანილი ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული ავტონაწილებისა;“;
ბ) №8-VI-01 დანართით გათვალისწინებული „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის“ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის; გ) მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი (ამ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება ფიზიკურ პირს წარმოეშობა 18 წლის ასაკიდან);“. 3. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) „ნაწილი 5. გადასახდელის გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორის“ 026 კოდის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 26 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები